ბასილ მკალავიშვილი "ჭინჭრების რევოლუციით" იმუქრება
ბასილ მკალავიშვილი "ჭინჭრების რევოლუციით" იმუქრება. "ჩვენ ვიწყებთ ჭინჭრების რევოლუციას მართლმადიდებლების დასაცავად", - ამის შესახებ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ბასილ მაკალვიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ჭინჭრები არის სიმბოლო მართლმადიდებლების დასაცავად და მიმართულია მამათმავლობის წინააღმდეგ.
"უკვე მოხდა ვარდების და ცოცხების რევოლუცია, ამჯერად ვიწყებთ ჭინჭრების რევოლუციას მართლმადიდებლების დასაცავად. ჩვენ, როგორც მართლმადიდებლები, არ დავუშვებთ, სულით წარწყმენდილებმა ეს წმინდა ქუჩები ჩამოიარონ", - აღნიშნა მკალავიშვილმა.
პარლამენტის შენობასთან ბასილ მკალავიშვილის თანმხლები პირები ჭინჭრებით და ხატებით არის შეკრებილი. მათ გამოტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: "მავათმავლებო, შორს საქართველოდან".
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ყოფილი შენობის გარდა აქცია მიმდინარეობს მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან", სადაც სასულიერო პირები და სხვადასხვა ეკლესიის მრევლია შეკრებილი.