ვანო მერაბიშვილის დაკავების სკანდალური დეტალები - კვირის პალიტრა

ვანო მერაბიშვილის დაკავების სკანდალური დეტალები

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან":

21 მაისს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა. "ყველა სიახლისთვის" ცნობილი გახდა დაკავების გაუხმაურებული დეტალები.

21 მაისს ვანო მერაბიშვილი ქუთაისის პროკურატურაში (სწორედ იქ დაიბარეს ის და ჭიაბერაშვილი) დაახლოებით, 12:00 საათზე მივიდა. მოგვიანებით მას ჭიაბერაშვილი შეუერთდა. როგორც ჩანს, მას გული ცუდს უგრძნობდა, რადგან შესვლამდე განაცხადა - არ გამოვრიცხავ, მე და მერაბიშვილი დაგვაკავონო.

როგორც "ყველა სიახლეს" "ნაციონალური მოძრაობიდან" კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა, 20 მაისს იმ პირებმა, რომლებიც ძალოვან უწყებაში მუშაობენ და რომელთა კონტროლს მერაბიშვილი ახერხებს, ყოფილ პრემიერს აცნობეს, რომ 21 მა-ისს მისი დაკავება იგეგმებოდა. წყაროს მტკიცებით, მერაბიშვილისთვის დეტალურად მიუწოდებიათ ინფორმაცია იმ ბრალდებებზე, რომელთა წაყენებასაც მისთვის აპირებდნენ. "მაგრამ მერაბიშვილმა განაცხადა - რა სისულელეა, ჩემს დაკავებას ვერ გაბედავენ, თორემ ივანიშვილის მთავრობა თავს აიფეთქებსო", - აცხადებს წყარო.

რაც შეეხება დაკავების დეტალებს. "ყველა სიახლის" წყაროს ცნობით, დაკითხვის შემდეგ გამომძიებელმა მერაბიშვილს გააცნო თავისი უფლებები, რაც დაკავებისას ჩვეულებრივი პროცედურაა. "თუმცა მერაბიშვილს არ სჯეროდა, რომ აკავებდნენ. ამბობდა - რაღაცა გეშლებათ, ეგ მე უნდა მითხრათ, თუ ჭიაბერაშვილსო? შემდეგ კი, როდესაც მიხვდა, რომ საქმე სერიოზული იყო, იყვირა - თქვენ ხომ არ გაგიჟდი-თო და დაიწყო გინება. თუმცა მალევე დამშვიდდა", - აცხადებს წყარო. მისი თქმით, მერაბიშვილი გამომძიებლებს დაემუქრა და უთხრა, რომ მალე დადგებოდა დრო, როდესაც მათ სხვა გარემოებებში და სხვა ვითარებაში შეხვდებოდა. "სხვათა შორის, მერაბიშვილს "პატივი სცეს" და ხელბორკილები არ დაადეს", - აცხადებს წყარო.

სტატია სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.