მამა ელიზბარი: სახალხო დამცველი "უზნეობის" დამცველია, თეოკრატია კი სატანის მიმდევრებისთვისაა დამღუპველი...
”რად მინდა კონსტიტუცია, რომელიც ჰომოსექსუალებს კვერს უკრავს, მაგრამ კრძალავს "ტაბურეტკის" ხელში დაჭერას?”
”როცა ამბობენ, მღვდლებმა უნდა ილოცონო, მაშინ შენ უნდა ივაჟკაცო და მე ვილოცებ!”
”თუ ბუღაძისათვის ის უფრო საინტერესოა, წმინდა მეფე თამარი როგორ იწვა თავის მეუღლესთან, მაშინ მიუღებელია ჩემთვის ეს კაცი”
17 მაისის მოვლენები ჯერ კიდევ არ კარგავს აქტუალობას. სწორედ ამ თემის ირგვლივ ვესაუბრეთ საქართველოს მონარქისტთა კავშირის წინამძღოლს, სამების საკათედრო ტაძრის დიაკონს მამა ელიზბარ დიაკონიძეს.
- 17 მაისს ხალხმა გამოხატა თავის აზრი, რისი უფლებაც მათ ქონდათ. ერმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ათიოდე გზასაცდენილის წინააღმდეგ.
- თუმცა პატრიარქმა ბრძანა, რომ აქციაზე სასულიერო პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა უზრდელობას...
- წარმოიდგინეთ, პატრიარქი შეიყვანეს შეცდომაში. მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილს მე კარგად ვიცნობ. მისი მეგობარი არ ვარ, არც მისი პოლიტიკურ შეხედულებებს ვიზიარებ. ღიად ვაფიქსირებ, რომ არც მისი დამოკიდებულება მომწონს სულიერ მოძმეებთან მიმართებაში, მაგრამ ის, რაც არ ჩაუდენია, როგორ დავაბრალო?! კაცი გარბოდა იმიტომ, რომ სხვა არ მოეკლათ და ჩადგომოდა შუაში. კაცის მოსაკლავად გაქცეულ კაცს გაეკიდა უკან. ერთ-ერთ ჟურნალისტს ვკითხე, ასეთი რაღაც რატომ გააკეთე მეთქი (ხმის დადებას ვგულისხმობ, ვითომ რომ იგინება) და იცით რა მითხრა?! გავამძაფრე, რომ უფრო ყურებადი ყოფილიყოო - აი, მღვდლები რას კადრულობენო. ვითომ რა მაგარია, რომ დააფიქსირა, როგორ გარბოდა მღვდელი კაცის მოსაკლავად. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: როცა უფალს გიგინებენ, გზაჯვარედინზეც რომ იდგე (მაშინ გზაჯვარედინი იყო ერთგვარად თავშეყრის ადგილი) და ყვრიმლის ცემა დაგჭირდეს მგინებლისა, მიდი და აუკრძალე უფლის გინება. ამ ჰომოსექსუალების გამოსვლა სწორედაც რომ უფლის გინება იყო.
- არავინ დავობს, რომ "იდენტობის" მოწინააღმდეგეებსაც ქონდათ აქციის ჩატარების და საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება, მაგრამ აქ აქციის ფორმაზეა საუბარი...
- "ტაბურეტკა", რომ ადამიანს ხელში ეჭირა, ნიშნავს, რომ გამოიყენა? რომელი კანონი კრძალავს "ტაბურეტკის" ხელში დაჭერას? ისინი ვინც თვლიან რომ "ტაბურეტკის" დაჭერის გამო უნდა დაისაჯოს მამა იოთამი, ნებისმიერ მათგანს ვიწვევ დებატებში, მათ შორის სატელევიზიო დებატებში, დამიჯდეს წინ და მელაპარაკოს.
- მამაო, სასულიერო პირის იარაღი ლოცვაა...
- როცა ამბობენ, მღვდლებმა უნდა ილოცონო, მაშინ შენ უნდა ივაჟკაცო და მე ვილოცებ. როცა ომი ითხოვდა, ხარჭაშნელი ეპისკოპოსი ომში დაეცა. მაშინ რომ ნინია კაკაბაძე ან ლაშა ბუღაძე რომ ყოფილიყვნენ, ალბათ სარკასტულად იტყოდნენ ომში ეპისკოპოსს რა უნდოდაო, ლოცვები ეკითხაო. ხარჭაშნელი იქ რომ არ დაცემულიყო, დღეს ნინია კაკაბაძე და ლაშა ბუღაძე საერთოდ არ იქნებოდნენ. თუ ბუღაძისათვის ის უფრო საინტერესოა, წმინდა მეფე თამარი როგორ იწვა თავის მეუღლესთან, მაშინ მიუღებელია ჩემთვის ეს კაცი თავის ყველანაირი შეხედულებით. ერთი ბუღაძეს მინდა ვკითხო სახლში რომ 2 ჰომოსექსუალი შეუვარდეს და გაუპატიურება დაუპიროს, მშვიდობიან პროტესტს გამოთქვამს?! აი ვის ჭირდება -"გზაჯვარედინზე ყვრიმლის ცემა". ქართველმა ერმა გაიღვიძა და მის ისევ დაძინების საშუალებას აღარვის არ მივცემთ.
- ანუ რადგან ჰომოსექსუალების აქციას არბევ, ნიშნავს, რომ ერმა გაიღვიძა?
- როდესაც კიდევ დავით აღმაშენებლის ეპოქაში, რუის-უბნისის კრება გაიმართა, კრების მიერ მიღებულ "ძეგლისწერაში" ვკითხულობთ: სოდომური ცოდვის ჩამდენნი შეჩვენებული არიან სამუდამოდ, იქვე ახსნა აქვს - არ ვიცი, საიდან შემოგვეპარაო. ბევრი ამბობს, ისინი ავადმყოფები არიანო.ავადმყოფები არიან ონკოლოგიური, ენოკრინოლოგიური და სხვა დაავადების მქონე ხალხი, ხოლო ადამიანისთვის, რომელიც თვითონ იუკუღმართებს სექსუალურ ორიენტაციას, ასეთი უკუღმართებისათვის არსებობს სხვა საავადმყოფო - ჯოჯოხეთის გეენია. ავადმყოფი ცდილობს რაიმე წამალი მონახოს, შემდეგ ეს წამალი სხვასაც ასწავლოს და გადაარჩინოს,ესენი პირიქით ცდილობენ,რომ უფრო და უფრო მეტი ხალხი ჩაითრიონ ამ სიბინძურეში. სჯულის კანონი მათ უკრძალავს ტაძართან მიახლებას. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ისინი ინანიებენ, მხოლოდ სტოაში დგებიან და დარბაზში მოსმენის უფლებაც არ აქვთ. შეიძლება მთელი ცხოვრება იქ იდგეს, სანამ მოძღვარი არ ჩათვლის, რომ მან შეინანა და ეპიტამიას არ მოუხსნის. აი, ასეთი ადამიანების დამცველია ჩვენი სახალხო დამცველი. ასეთი ადამიანი არ უნდა იყოს სახალხო დამცველი. ვინც მათ უფლებებს იცავს, ჯიბეებში ჩაიხედონ, ვისი ფულებთ იცავენ მათ უფლებებს.
- ვერ დაგეთანხმებით, სახალხო დამცველის მოვალეობა აბსოლუტურად ყველანაირი შეხედულების ადამიანის დაცვაა.
- უზნეობის დაცვაც მისი მოვალეობაა? ესაა უგუნურობა და სიბრიყვე. ხოლო ვინც ამას ემსახურება, ის ბრიყვი და უგუნური. სატანის ქმედებას როგორ უნდა ემსახურო და როგორ უნდა დაიცვა? კონსტიტუციას ექვემდებარება? რომელს, სააკაშვილმა რომ დაუწერა?
- გამოხატვის თავისუფლება ჯერ კიდევ 1995 წლის კონსტიტუციაში ეწერა..
- თუნდაც, მაგრამ მე რად მინდა ის კონსტიტუცია, რომელიც ჰომოსექსუალისტებს ყველაფერში კვერს უკრავს?
- მაშინ რატომ უშუალოდ კონსტიტუციას არ აპროტესტებთ?
- კონსტიტუციის გაპროტესტება აუცილებელია. ვაი-კონსტიტუციონალისტები რომ სხედან და ასთ უაზრობებს წერენ, მიხვდნენ ახლა, რა უნდა გააკეთონ და შეიტანონ ცვლილება. უკრაინის პარლამენტმა აკრძალა გეი-აღლუმების ჩატარება. ხომაა ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა?!
- მამაო დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 24 მაისს) "დედა ენის " ბაღში ატარებენ აქციას - არა თეოკრატიას. ამ აქციის ჩატარების საფუძველი სწორედ თქვენი ხედვის გაპროტესტებაა...
- თეოკრატია სატანის მიმდევრებისთვისაა დამღუპველი. ნეტა კი უგდებდეს ვინმე ყურს (მათ შორის სამღვდელო პირებიც ) ეკლესიას, სჯულის კანონს, მისი უწმინდესობის და მეუფე იობის ქადაგებებს.
- რამდენიმე სასულიერი პირმა 17 მაისის აქციისადმი ძალიან ლიბერალური დამოკიდებულება გამოხატა.
- ვინც ასეთი შეხედულება დააფიქსირა, მე ვურჩევდი მათ, რომ საკუთარ ორინეტაციაში ჩაიხედონ. ხომ არ აქვთ რაიმე ცდომილებანი. როგორ შეიძლება მამრმა კაცის მდედრობა აიტანოს?!
- შსს-მ მამა ანთიმოზსა და მამა იოთამს ბრალი წაუყენა. თუ ისინი გასამართლდებიან, გამოხატავთ პროტესტს?
- ჩვენ გვყავს ე.წ სისხლის სამართლის კანონმორჩილი სამღვდელოება, რომელთაც მე დავცინი, რომელთა ერთი ნაწილის "აქტიურობის" წყალობით მე პირადად ვიყავი დაპატიმრებული. როდესაც სასულიერო პირი დანაშაულს სჩადის, სჯულის კანონის მიხედვით უნდა განიხილებოდეს ჯერ სინოდზე, სადაც მას დაედება გარკვეული სასჯელი, მაგრამ იმავე დანაშაულისათვის კანონმდებლობით ის აღარ უნდა დაისაჯოს, ანუ მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა აღარ გრძელდება, ბუნებრივია, თუ ქუჩაში არ გამოვიდა და ხალხის ხოცვა არ დაიწყო.
- მამა ელიზბარ, ინტერნეტში გავცრცელდა თქვენი ფოტო სადაც ჩოხაში ხართ და ერთობ მომხიბვლელ ქალბატონს ხანჯალს აჩვენებთ. ამ ფოტოს ბევრი გამოხმაურება მოყვა...
- ეს ფოტო გადაღებულია რუსეთში. ერთ-ერთ შეხედრაზე ვიყავი ჩოხით. ეს მანდილოსანი არის რუსი მსახიობის, სუხოვის ქალიშვილი. რომ დამინახა, გაუკვირდა, ჩოხიანი კაცი არასოდეს მინახავსო და თვითონ ამოიღო ხანჯალი, თუ დააკვირდებით ფოტოს, ჩანს, რომ ვიბღვირები. ეს ფოტო გადაიღო, ახლა რომ "უფლებადამცველია" - გიორგ გაბედავა, მისმა კგბ-შნიკმა მამამ, ზაზა გაბედავამ, რომელსაც საქართველოში არ ჩამოესვლელება.ის ერთდროულად სააკაშვილთანაც და "ფსბ"-თანაც თანამშრომლობდა. გადამიღო ეს ფოტო და ატვირთა თავის საიტზე, თან სპეციალურად ისე გააკეთა, რომ ათასი ჭორი მოყოლოდა ამ ფოტოს.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)