მეუფე იაკობი - გვქონდა ინფორმაცია, რომ 17 მაისის აქცია სისხლით უნდა დამთავრებულიყო - კვირის პალიტრა

მეუფე იაკობი - გვქონდა ინფორმაცია, რომ 17 მაისის აქცია სისხლით უნდა დამთავრებულიყო

17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე მეუფე იაკობმა ტელეკომაპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ამ ამბის შემდეგ მთავარი დარტყმის ქვეშ ეკლესია და უწმინდესი დადგა და მათი მიზანმიმართული ლანძღვა-გინება მიმდინარეობდა. სამოქალაქო საზოგადოება რომ სუსტია, ჩვენი ბრალი არ არის, ჩვენ მომხრე ვართ, რომ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება შეიქმნას, - განაცხადა მან.

მეუფე იაკობმა კიდევ ერთხდელ განმარტა, რომ ის და სხვა საეკლესიო პირები აქციაზე იმისთვის მივიდნენ, რათა საზოგადოებისთვის "რაღაც ცუდი" აერიდებინათ. მისი თქმით, სხვებთან ერთად იქ იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ არა მრევლის წევრები, არამედ წინა ხელისუფლებისგან გამწარებული მოქალაქეები. მეუფე იაკობის განცხადებით, იგი მზადაა, გამოძიების ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

იხილეთ ვიდეო palitratv.ge-ზე