უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად ”ბაჭია” დააკავეს - კვირის პალიტრა

უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად ”ბაჭია” დააკავეს

რუსული მედია იტყობინება, რომ უკრაინის საერთაშორისო დანაშაულებათა წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დააკავეს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, ლევან დეკანაძე, მეტსახელად ”ბაჭია”. ”ბაჭია” ოდესაში დააკავეს, სადაც იგი საბუთების გარეშე იმყოფებოდა. როგორც ირკვევა, დეკანაძეს მდიდარი კრიმინალური წარსული აქვს და იგი რამდენჯერმე იყო ნასამართლევი. დეკანაძეს უკრაინის ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს და იგი რუსულ მხარეს გადაეცა.