საფრანგეთი პირველი გეი-ქორწილისთვის ემზადება - კვირის პალიტრა

საფრანგეთი პირველი გეი-ქორწილისთვის ემზადება

საფრანგეთის სან ფრანცისკოდ წოდებული ქალაქი მონპელიე, ქვეყნის ისტორიაში პირველი გეი-ქორწინებისთვის ემზადება. ერთსქესიანი ქორწინების შესახებ კანონის მიღების შემდეგ ბრუნომ და ვენსანმა დაქორწინება გადაწყვიტეს.

"გქონდეს ქორწინების უფლება, ნიშნავს, არ იყო სხვებისგან განსხვავებული. როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, არავის აქვს მათი განსჯის უფლება" - ამბობს ერთ-ერთი სიძე, ვენსანი.

"ეს ქორწინება იმის ნიშანია, რომ ფრანგული საზოგადოება წინ მიდის. არ მესმის იმ ჰომოფობი ექსტრემისტების, ვინც ძალადობრივი ხერხებით აპროტესტებს ამ კანონის მიღებას" - აცხადებს მონპელიეს მერი ელენ მანდრუ.

საფრანგეთი მე-14 ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება ოფიციალურადაა დაკანონებული. პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა შესაბამის კანონს ხელი 18 მაისს მოაწერა. მისმა ამ გადაწყვეტილებამ ქვეყნის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში აღშფოთება გამოიწვია. ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებით უკმაყოფილოებმა უკვე რამდენიმე მასშტაბური აქცია გამართეს.

იხ. ვიდეო http://palitratv.ge-ზე