”მამიდას საქმე” : როენა ხუცურაულს პირობითი პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

”მამიდას საქმე” : როენა ხუცურაულს პირობითი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, რესტორან "შემოიხედეს" მეპატრონე როენა ხუცურაულს 40 000 ლარიანი ჯარიმა, ერთწლიანი პირობითი სასჯელი და ორწლიანი გამოსაცდელი დროით შეუფარდა.

როენა ხუცურაულს სისხლის სამართლის კოდექსით 254 -ე მუხლით ედება ბრალი, რომელიც პროსტიტუციისთვის ადგილის დათმობას  გულისხმობს.

საპროცესო შეთანხმება პროკურატურას, მსჯავრდებულ როენა ხუცურაულსა და მის ადვოკატს, გელა კობახიძეს შორის გაფორმდა.

როენა ხუცურაული ანალოგიური ბრალდებით 2007 წელსაც დაააპტიმრეს და მან საპატიმრო 2010 წელს დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"