რატომ უჩივიან სასამართლოში მაია ფანჯიკიძეს? (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

რატომ უჩივიან სასამართლოში მაია ფანჯიკიძეს? (ექსკლუზივი)

ამონარიდი "კვირის პალიტრის" ორშაბათის ნომრიდან:

ინტერვიუ საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან:

- რამდენადაც ვიცი, სტალინის შეურაცხყოფისათვის გიჩივიან...

- როდესაც უმცირესობამ პარლამენტში დამიბარა, მკითხეს, რას ფიქრობთ სტალინის ძეგლის აღდგენაზეაო. ვთქვი, რომ სტალინი ისეთივე დამნაშავეა, როგორც ჰიტლერი იყო და მისი ძეგლი არ შეიძლება იდგეს-მეთქი. ეს რაღაც ჯგუფების ინიციატივაა და არა სამთავრობო  პოლიტიკა-მეთქი. ჩემი პასუხი მოუსმენია ვინმე ბატონ უშანგის. ეტყობა, ძველ სტალინელს, რომელმაც სასამართლოში მიჩივლა დიდი სტალინის შეურაცხოფის, მისი პატივის და ღირსების შელახვისა და დანაშაულის დაბრალებისთვის. ის ჩემგან მოითხოვს, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან და ტელევიზიით მოვიხადო ბოდიში დიდი ბელადის შეურაცხყოფისთვის და გადავიხადო 100 ათასი ლარი. ამ თანხის ნაწილი უნდა მოხმარდეს გორში სტალინის ძეგლის დადგმას. ეს უწყება რომ მოვიდა სამინისტროში, ყველამ იუმორით შეხედა, მაგრამ ეს სულაც არ აღმოჩნდა სასაცილო. სასამართლოზე ალბათ ვერ მივალ, რადგან საქართველოში არ ვიქნები, მაგრამ იქ ჩემი წარმომადგენელი მივა და იმედია, სამართალი იზეიმებს.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" ორშაბათის ნომერში.