"არატოლერანტული ეკლესია უფრო რუსეთის სემინარიების დანერგილია, ვიდრე ქართველი წმინდა მამების მემკვიდრეობა" - კვირის პალიტრა

"არატოლერანტული ეკლესია უფრო რუსეთის სემინარიების დანერგილია, ვიდრე ქართველი წმინდა მამების მემკვიდრეობა"

იხილეთ სტატია სრულად

ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან:

- ითქვა, რომ 17 მაისის აქციის დარბევით ევროპაში თავი მოგვეჭრა.

- ვფიქრობ, ის, რაც აქ მოხდა, გარკვეულწილად, საფრანგეთშიც განმეორდა. ეს არის თავს მოხვეული პრობლემა, რომელიც საფრანგეთში უზომოდ "გააზვიადეს იმ ძალებმა, ვინც პოლიტიკურ სარგებელს შოულობენ; ვისაც დღევანდელი კრიზისის დაძლევის არანაირი პოლიტიკა არ გააჩნია, ხელს აძლევს ყურადღების გადატანა იდეოლოგიურ საკითხებზე. გაუგებარია, რომ ეს პრობლემა ასე მწვავედ დაისვა საქართველოში, სადაც არასოდეს ყოფილა რომელიმე უმცირესობის რაიმე ფორმით დისკრიმინაცია,  ჰომოსექსუალიზმი, როგორც მოვლენა, იმდენად მარგინალურია, რომ ვერ გახდება ქვეყნის პრობლემა. ვინც ქართველებს ასეთ დამახინჯებულად, არატოლერანტად "წარმოსახავს ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, ის ანტიქართულ საქმეს ემსახურება. ჩაგვრა და დევნა უფრო რუსული მოვლენაა და იქიდან გადმონერგილი ჩვენთან თავისი საბჭოთა მახასიათებლებით. ასევე, არატოლერანტული ეკლესია უფრო რუსეთის სემინარიების დანერგილია, ვიდრე ქართველი წმინდა მამების მემკვიდრეობა.

იხილეთ სტატია სრულად