საფრანგეთში ქართული მაფიის 40-ზე მეტი წევრი დააკავეს - კვირის პალიტრა

საფრანგეთში ქართული მაფიის 40-ზე მეტი წევრი დააკავეს

ფრანგულმა პოლიციამ, ქართულ მაფიასთან კავშირში ეჭვმიტანილი დაახლოებით, 40 ადამიანი დააკავა, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ, ამის შესახებ Le Figaro ავრცელებს ინფორმაციას.

სპეცოპერაცია ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლი განყოფილების თანამშრომლ
ებმა ჩაატარეს, რომლებიც ამისთვის 2 წლის განმავლობაში ემზადებოდნენ. დაკავებები საფრანგეთის რამოდენიმე ქალაქში: პარიზში, ლიონსა და ნიცაში განხორციელდა.

დაკავებული პირები ყაჩაღობაში, რეკეტში, საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებულ თაღლითობაში და სხვა დანაშაულებებში არიან ბრალდებულები.

დამნაშავეთა ჯგუფი ძირითადად, პოსტ საბჭო ქვეყნების მოქალაქეებიგან შედგებოდა, მათ უმეტესობას ქართველები შედგენდნენ. ისინი დასავლეთ ევროპაში 2000-იანი წლებიდან მოქმედებდნენ. ყველაზე დიდი ზიანი დამნაშავეთა ჯგუფმა საფრანგეთსა და ესპანეთს მოუტანა. მთელი ამ წლების განმავლობაში ფრანგული პოლიცია ცდილობდა ბრძოლა ეწარმოებინა ქართულ ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფთან.