"საქართველოს მთვარეული მართავს" - თამარ ჩერგოლეიშვილის წერილი ”Washington Post"-ს - კვირის პალიტრა

"საქართველოს მთვარეული მართავს" - თამარ ჩერგოლეიშვილის წერილი ”Washington Post"-ს

ჟურნალ ”ტაბულას” მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ”Washington Post"- ისადმი მიმართვას ავრცელებს.

”მინდა იცოდეთ, რომ აქ ერთობ უხერხული სიტუაცია გვაქვს - როგორც კი თქვენი სარედაქციო საბჭო ჩვენი მმმ..ილიარდერი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გაკრიტიკებას გადაწყვეტს, პრემიერი ყალყზე დგება და ჩემს ქმარს, გიგა ბოკერიას პროკურატურითა და დაპატიმრებით ემუქრება. ივანიშვილი ირწმუნება, რომ სწორედ ბოკერია უხდის ქართველი გადასახადის გადამხდელების ჯიბიდან ამოღებულ ფულს თქვენს სარედაქციო საბჭოს, რათა თქვენ მის შესახებ ”ტყუილები გამოაქვეყნოთ”.

სამწუხაროდ ეს ხუმრობა არაა. ვშიშობ, ექსცენტრულ მილიარდერს მართლაც სჯერა, რომ Washington Post"-ს სარედაქციო საბჭო ქართველი გადამხდელების ფულზე ”მუშაობს”.

ნეტავ თქვენს ადგილას მქნა, რომ ხარხარით გავსკდე ამის წაკითხვისას, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, მეც კი უცნაურად ვიკრიჭებოდი - ბოლოს და ბოლოს, მე საქართველოს მოქალაქე ვარ და საქართველოს კი მთვარეული მართავს.

პატივისცემით, თქვენი თამარა