"კონკურენციას ვერავინ გამიწევს" - კვირის პალიტრა

"კონკურენციას ვერავინ გამიწევს"

ინტერვიუ განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილთან (ამონარიდი)

- ბატონო გიორგი, უკვე დასახელებულია რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატი, საინტერესოა, რას ფიქრობთ მათზე ან როგორ რეაგირებთ იმაზე, ოპონენტები მუდმივად რომ გიწუნებენ პოლიტიკურ გამოცდილებას?

- უყურე შენ, ვინ მიწუნებს?

- ამაზე მიანიშნა თავის პრესკონფერენციაზე ნინო ბურჯანაძემ?

- რა გითხრათ... ვფიქრობ, ჩემმა ოპონენტებმა ზედმეტად თავმდაბლურად აღიქვეს ჩემი პირველი პოლიტიკური განცხადებები და შესაბამისად, ცოტა დაიბნენ ჩემი კრიტიკისას. მართალია, მიჭირს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მინდა გავახსენო ყველას, რომ 1995 წლიდან თითქმის ყველა რეალური პოლიტიკური ლიდერის მრჩეველი ვიყავი. თუ მაღიარებდნენ პოლიტიკაში ადამიანად, რომელსაც რჩევების მიცემა შეეძლო, თუმცა არ ჰქონადა პოლიტიკური ამბიციები, რატომ მიიჩნევენ დღეს, რომ პოლიტიკური გამცდილება არ მაქვს? ამას რომ თავი დავანებოთ, მაინც ვინ არიან ჩემი კონკურენტები? არინ კი ისინი ის ადამიანები, რომელთაც პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატებას მიაღწიეს? - არა მგონია ასე იყოს! მაინც რა პოლიტიკური ტრადიციის მქონეა ეს ხალხი? - არ ვიცი, აი, ჩვენ კი მოვდივართ სრულიად ახალი პოლიტიკური წესებით, სადაც ყველაფერი ნათლად ითქმის, სადაც არ არის ინტრიგა, სადაც ხალხს ვუზიარებთ ჩვენს გეგმებს, სადაც მოსახლეობას ნათლად ვეუბნებით იმ სირთულეებისა თუ წარმატებების შესახებ, რაც გვაქვს. რომელიმე ასეთი პოლიტიკური ტრადიიციის ადამიანი მიპირისპირედბა დღეს მე?! ვფიქრობ, რომ არა. მე უარს ვამბობ ინტრიგაზე, ინსინუაციებზე, სიყალბეზე, ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკური ტრადიციის, რომელიც დანერგა ბიძინა ივანიშვილმა. რომელიმე ასეთი პოლიტიკური ტრადიციის ადამიანი მიპირისპირდება მე!? მოკლედ, ხელისუფლებაში სრულიად ახალი კულტურის გუნდი მოვიდა და ამ პოლიტიკური ვექტორის გაგარძელებაა ჩვენი საპრეზიდენტო კამპანიაც. არაფერს ვმალავთ და არ ვიძლევით ტყუილ დაპირირებეს, არ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკაში ტყუილი დასაშვებია, არც ბიზანტიური ტიპის ქვეთამაშებს ვაპირებთ. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ვფქრობ, რომ კონკურენციას ვერავინ გამიწევს. თუ პოლიტიკას საქართველოში კვალავაც ეძახიან ჭორებს, ტყუილ დაპირებებს, ინტრიგებს, მაშინ შეიძლება კონკურენტი მყავდეს კიდეც. ვფიქრობ, არავისთვისაა სიახლე, რომ ახალ პოლიტიკურ ტრადიციას და შესაბამისად, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, მომავალ არჩევნებზე გამარჯვების ძალიან დიდი პოლიტიკური შანსი აქვს.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში