"ჭინკები მოვკალი, მამაო, და თამუნას გადარჩენა ვეღარ მოვახერხეო" - რატომ მოკლა ყოფილმა სპეცრაზმელმა მეუღლე და 4 წლის შვილი
ამონარიდი გაზეთ ყველა სიახლიდან:
"საშინელი სურათი დავინახე, გოჩა იატაკზე ეგდო, ვენები ჰქონდა გადაჭრილი"
10 ივნისს სოფელ დიღომში მკვლელობა მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებულმა გოჩა ფარცვანიამ მეუღლე თამუნა ბერუაშვილი და 4 წლის ქალიშვილი ნია სიცოცხლეს გამოასალმა. ფარცვანიამ ცოლ-შვილს სასიკვდილო ჭრილობები პურის საჭრელი დანით მიაყენა, შემდეგ კი თავადაც სცადა თვითმკვლელობა - ვენები გადაიჭრა და ყელის გამოჭრასაც აპირებდა. ერთ-ერთმა მე-ზობელმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, გვითხრა, რომ იმ დილით ყური მოკრა, როგორ ეხვეწებოდა ცოლი ქმარს - ბავშვი არ მოკლაო...
გოჩა ფარცვანია ე.წ. გულუას სპეცრაზმში რამდენიმე წელი მსახურობდა. ერთ-ერთი მეზობლის განცხადებით, ის ლაფანყურის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა და ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა. ამბობენ, რომ რამდენიმე დღე ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იწვა. გოჩა ფარცვანია ეკლესიაშიც მსახურობდა, სტიქაროსანი იყო. ერთ-ერთი მეზობლის განცხადებით, მას ხშირად ჰქონდა ბრძოლა საკუთარ თავთან, რადგან მოძღვარი ურჩევდა, სპეცრაზმიდან წამოსულიყო. ფარცვანია მართლაც ასე მოიქცა… მეზობლის განცხადებით, როდესაც საზარელი ტრაგედიის შემდეგ მასთან სასულიერო პირი, ასევე მეზობელი მამა კონსტანტინე შესულა, ფარცვანიას უთქვამს: ჭინკები მოვკალი, მამაო, და თამუნას გადარჩენა ვეღარ მოვახერხეო...
" სპეცრაზმიდან რომ წამოვიდა, ტაქსის მძღოლად დაიწყო მუშაობა. თვითმკვლელობის მცდელობა ორჯერ ჰქონდა, პირველად, სანამ სპეცრაზმიდან წამოვიდო-და, მეორედ კი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ გადაიჭრა ვენები. "
ლალი ბიბილაშვილი (მეზობელი):
"ძალიან კარგი ოჯახი იყო, ჩემს მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდნენ. მათი შვილები ხშირად ჩვენს ბავშვებთან ერთად თამაშობ-დნენ. თვითონ იშვიათად ჰქონდათ ჩვენთან კონტაქტი, იმ საღამოს დამირეკა გოჩას დედამ და მითხრა: ჩემებს ვერ ვუკავშირდები და გამიგე, ხომ კარგად არიანო? საღამოს 9 საათისთვის გადავედი, კარი გავაღე თუ არა, საშინელი სურათი დავინახე, გოჩა იატაკზე ეგდო, ვენები ჰქონდა გადაჭრილი. ვკითხე, რა მოგივიდა, თამუნა სად არის-მეთქი და მითხრა, აქედან გადიო. გამოვედი თუ არა მამა კონსტანტინესთან შევედი, ვუთხარი ვენებგადაჭრილი რომ იყო გოჩა, მისი ცოლის, თამუნას ნომერი ვთხოვე, დავურეკეთ კიდეც და ტელეფონზე რომ აღარ გვიპასუხა, მამა კონსტანტინე შევიდა..."
სტატია სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.