პაპი - ვატიკანში გეი-ლობი არსებობს და ჩვენ ამას გავუმკლავდებით!
რომის პაპმა ფრანცისკმა რომის კურიაში - კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთ ძირითად ადმინისტრაციულ ორგანოში ე.წ. "გეი-ლობის" არსებობა აღიარა. ამის შესახებ ფრანგული იუწყება.
"კურიაში არიან როგორც ნამდვილად წმინდა ადამიანები, ისე კორუმპირებული ნაკადი. კერძოდ, გეი-ლობზე საუბარი გამართლდა. იგი არსებობს. მაგრამ ჩვენ ამას გავუმკლავდებით",-განაცხადა კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელმა ლათინოამერიკელ მორწმუნეებთან.
პონტიფიკმა ირიბად დაადასტურა იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვატიკანის მაღალი რანგის ჰომოსექსუალები შანტაჟისტების მსხვერპლნი გახდნენ. ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია, რომ ბევრი ეპისკოპოსი კარიერას უფროს მეგობრებთან "რომანტიკულ" ურთიერთობას უმადლის.
იხილეთ სრულად ambebi.ge-ზე