გიორგი სიგუა - სააკაშვილს ერთი ბოთლი წყალი ქონდა და ისიც სულ გამოცალა მაშინ, როცა ჩემ კითხვებს უსმენდა
ცოტა ხნის წინ საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელად გიორგი სიგუა დაინიშნა. სწორედ ტურიზმის თემით დავიწყეთ მასთან საუბარი:
- თქვენ გახდით ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რასაც გილოცავთ. მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება თუ გაქვთ?
- რა თქმა უნდა, თან ძალიან დიდი. მე ვცხოვრობდი 12 სხვადასხვა ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტ საუნივერსიტეტო ქალაქში. ამ პერიოდის განმავლობაში გიდადაც ვმუშაობდი, ტურ-ოპერატორადაც, ტურისტებს ვეხმარებოდი უძრავი ქონების შესყიდვაში თუ სხვა სახის ოპერაციებში. 2006 წელს მოვხვდი უკრაინაში, კიევში და სამსახურის საპოვნელად მივაკითხე სასტუმრო "პრემიერ პალასს", სადაც მითხრეს, რომ ვაკანსია არ ქონდათ, ,თუმცა ქონდათ კონკურსი. უნდა გაეგზავნათ რამდენიმე ადამიანი შვეიცარულ ტურისტულ სასწავლებელში, სასწავლებლად. 14 000 ევროთი აფინანსებდნენ თითოეულს. მივიღე კონკურსში მონაწილეობა და გავიმარჯვე. გავიარე კურსები და შემდეგ ვმუშაობდი "პერმიერ პალასში"...
- რა იქნება თქვენი პირველი ნაბიჯები ახალ სამსახურში?
- 18 ივნისს ვაპირებ ჩავატარო მასშტაბური შეხვედრა კერძო სექტორთან, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ გაგაცნობთ სამომავლო სტრატეგიასაც. თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ აუცილებლად მიექცევა ყურადღება შიდა ტურიზმს. ტურისტი ხომ მარტო უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანი არაა.
- არცთუ ისე დიდი ხნის წინ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გააკეთა განცხადება, რომ ტურისტებზე შესაძლოა ერთგვარი ლიმიტი დაწესდეს ანუ ერთი ქვეყნიდან მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობით იქნება შესაძლებელი ხალხის შემოსვლა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
- რას ქვია, ლიმიტი უნდა დაწესდეს? და რატომ? სიმართლე გითხრათ, ამაზე ინფორმაცია არა მაქვს, ეს თქვენგან მესმის პირველად, თუმცა, ვერ ვხვდები, რა აზრი უნდა ქონდეს ამას.
- სოც.ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ ხართ ფორუმ.ჯი-ს აქტიური იუზერი, ნიკით "უნბესიტო". შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს?
- რომელ ფორუმზე? გუბაზ სანიკიძის ფორუმზე?
- საუბარია www. Forum.ge - ზე.
- რაღაც მაგის მსგავსი მეც გამიგია, მაგრამ არავითარ "უნბესიტოს" არ ვიცნობ.
- სხვათაშორის არის ასეთი წიგნი – "ამათი პრობლემები მოგვცა", რომლის ავტორიც სწორე ეს ფორუმელი უნბესიტოა და იქ ქართველი ემიგრანტის ცხოვრებაა აღწერილი, რომელიც, როგორც ამბობენ, ძალიან გავს თქვენსას... ეს უბრალოდ დამთხვევაა?
- ეგ უნბესიტოს კითხეთ. მას ალბათ თავისი ცხოვრება აქვს და თავისი შეხედულებებიც ექნება.
- კარგით. ბატონო გიორგი, ყველას გვახსოვს თვქენი და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირება...
- დიახ და დიდი სიამოვნებით ვიხსენებ ამ ამბავს. მხოლოდ დადებითი ემოციები მაქვს ამ ფაქტთან დაკავშირებით. იმ შეხვედრაზე მხოლოდ მე ვიყავი ქართველი, ყოველშემთხვევაში ისეთი ქართველი, რომელიც მხოლოდ ტაშის დასაკრავად არ იყო მისული. ეს შვეხედრა იყო პრისტონის უნივერსიტეტში და მას ესწრებოდა მრავალრიცხოვანი აუდიტორია, ძირითადად ამერიკელი პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები. იქ საკმაოდ მწვავე კითხვები დავუსვი, რასაც მიხეილ სააკაშვილისგან, საშინელი რეაქცია მოყვა – აიჭრა.
- პრეზიდენტმა თქვენი მისადმი დამოკიდებულება კარგად იცოდა და არ შეგექმნათ პრობლემა დასწრებაზე?
- შევიპარე, დაუპატიჟებლად მივედი. სააკაშვილს ერთი ბოთლი წყალი ქონდა და ისიც სულ გამოცალა მაშინ, როცა ჩემ კითხვებს უსმენდა.
- ბატონო, გიორგი, თქვენი უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, სასწავლებლის თვითმმართველობას თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებდნენ, თქვენ კი აქტიური სტუდენტი იყავით და როგორც ამბობენ, თვითმმართველობასთან დაახლოებულიც...
- დიახ, ყოველთვის აქტიური სტუდენტი ვიყავი, თუმცა თვითთმართველობაში არასოდეს მეკავა რაიმე სახის თანამდებობა და თანხებთანაც არავითარი შეხება არ მქონია არასოდეს. ამიტომ თამამად გეტყვით, რომ ამასთან არავითარი კავშირი არა მაქვს. თანაც, შევარდნაძის დროს რა თანხებზე შეიძლება საუბარი, როცა ხალხს ტროლეიბუსის ფული არ ქონდა ხოლმე?
- გავრცელდა ფოტო სადაც თქვენ და "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ხართ.
- ეს იქნება დაახლოებით ერთი თვის წინ გადაღებული, შეიძლება მეტიც. გეცოდინებათ ალბათ, რომ გიორგი მარგველაშვილი არის ძალიან თავმდაბალი და უბრალო ადამიანი. მას არ ყავს არც დაცვა და არ ემსახურება მძღოლი. ცხოვრობს რაიონში და იქიდან დადის თბილისში. მის სახლთან ერთ ადამიანს დაუჯდა აკუმულატორი და გვთხოვა დახმარება და გიორგი საკუთარი ხელით ეხმარებოდა ამ ადამიანს.
- ანუ თქვენ და ბატონ გიორგის საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა გაქვთ.
- კი, საკმაოდ ახლო მეგობრები ვართ.
- და თუ ბატონი გიორგი გახდება პრეზიდენტი, თქვენ, ალბათ მისი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი იქნებით?
- გიორგი მარგველაშვილი აუცილებლად გახდება პრეზიდენტი. რაც შეეხება იმას მის გუნდში ვიქნები თუ არა, ალბათ დეგენერატი უნდა ვიყო, რომ ვთქვა, მის გუნდის წევრად არ მოვიაზრები-მეთქი
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)
ასევე იხილეთ: პრეზიდენტმა სტუდენტს უცენზუროდ უპასუხა