ნიკო ნერგაძე: კაცი პარლამენტის პიარი გავხდი და ხალხს მაინც "პლეიბოი" აკერია პირზე - კვირის პალიტრა

ნიკო ნერგაძე: კაცი პარლამენტის პიარი გავხდი და ხალხს მაინც "პლეიბოი" აკერია პირზე

ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსად ნიკო ნერგაძე დაინიშნა. მასთან ინტერვიუ სამომავლო გეგმებზე საუბრით დავიწყეთ.

-პირველ რიგში სისტემაა ასაწყობი, რომელიც პარლამენტის,როგორც ინსტიტუტის, კომუნიკაციებს დაარეგულირებს.აუცილებლად უნდა იყოს მეტი გამჭირვალობა, რომ საზოგადოებამ იცოდეს რა, როგორ და რა დროს ხდება პარლამენტში. სისტემა ისე უნდა იყოს გამართული,რომ ავტომატურრეჟიმში ჩანდეს, სადაა კომისიის სხდომა; რა ეტაპზეა ამა თუ იმ კანონის განხილვა და სხვა. პარლამენტი დიდი სტრუქტურაა და ძალიან რთულია ამ ყველაფრის დალაგება, მაგრამ ჩვენი გუნდი მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ყველაფერი დალაგდეს და ადამიანს პარლამენტთან ურთიერთობა გაუიოლდეს.

-მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება თუ გაქვთ?

- საჯარო სამსახურში არ მიმუშავია, არც პიარის კუთხით მაქვს გამოცდილება.რაც შეეხება კომუნიკაციებს, ამ კუთხით გამოცდილებაც მაქვს და განათლებაც სწორედ ამ სფეროში მაქვს მიღებული და ვასწავლიდი კიდეც, თუმცა ამხელა სტრუქტურის კომუნიკაციების გამართვა ძალიან საპასუხისმგებლო და ამავე დროს საინტერესოა.

- ბატონო ნიკო, თქვენ იყავით ქართული "playboy"-ს რედაქტორი. თქვენი აზრით, აშშ-ში სენატში რომ დაენიშნათ ამერიკული "playboy"-ს რომელიმე რედაქტორი,ხალხის რეაქცია როგორი იქნებოდა?

-საკმაოდ დიდი სამუშაო გამოცდილება მაქვს,დაახლოებით17-18 წელი. "playboy"იყო მხოლოდ ერთი წელი, თუმცა საზოგადოებას რატომღაც მაინცდამაინც ის ახსოვს, "playboy"-ს რომ ვრედაქტორობდი. ჰიუ ჰეფნერი ("playboy"-ის დამაარსებელი),რომ დაენიშნათ სენატში ან კონგრესში, ალბათ ცოტა უცნაური იქნებოდა. თუმცა, რომც დაენიშნათ,არა მგონია, ვინმეს გაეპროტესტებინა, მგონი ჯერჯერობით არც ჩემს დანიშვნას აპროტესტებენ. ვინც მე მიცნობს, ყველამ იცის, რომ მარტო"playboy"არ მიკეთებია, თუმცაღა "playboy"-ც ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. გარდა იმისა, რომ ეს არის ბრენდი, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიცემა, გვქონდა შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან და ეს გამოცდილება მხოლოდ დადებითად თუ შეიძლება გამომადგეს.

-და მაინც, თქვენ რომ ისევ "playboy"-ს რედაქტორი იყოთ, პარლამენტის დღევანდელი წევრებიდან, რომელიმესთან თუ ითანამშრომლებდით?

- "playboy"-ს თავის დროზე ჰქონდა სახელი, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო შიშველი ქალის სურათები, არადა ეს იყო წმინდა მარკეტინგული სვლა, თორემ პრეტენზია, რაც ჟურნალსჰქონდა და ალბათ ახლაც აქვს, არის ის, რომ იყოს მამაკაცების საკითხავი ჟურნალი."playboy"არასოდეს ყოფილა პორნო-ჟურნალი და ვისაც წაუკითხავს, ეცოდინება, რომ მხოლოდ ტიტველი ქალები არ იყო, ხოლო რაც შეეხება კითხვას, ვითანამშრომლებდი თუ არა პარლამენტის დღევანდელიწევრებიდან რომელიმესთან , ვფიქრობ, არასწორი იქნებოდა ჩემი მხრიდან, რომ კოლეგებს"playboy"-ის რედაქტორის თვალით ყურება დავუწყო და playmate-ების (ფლეიბოის გოგონები - ავტ.) რანგში შევაფასო.

- წინა ხელისუფლების დროს, თქვენი ბლოგის საშუალებით ყოველთვისთავისუფლად აფიქსირებდით თქვენს აზრს და არც კრიტიკას ერიდებოდითხოლმე.

- ბლოგერობას გავაგრძელებ თუ არა, არ ვიცი, ამ ბოლო დროს ისედაც იშვიათად ვწერდი.რაც შეეხება შეხედულების ღიად დაფიქსირებას, როცა საჯარო მოხელე ხარ, გარკვეული ვალდებულებები გაქვს. როცა სადღაც მუშაობ, გამოხვალ და ამ სამუშაო ადგილის კრიტიკას იწყებ ცოტა უცნაურია. ჩემი აზრით, არსებობს სხვა ბერკეტები, რომლის საშუალებითაც შეიძლება ეს გამოიხატოს, მივაწვდინო ხმა იმას, ვისაც ამ ცუდის გამოსწორება ხელეწიფება.მით უმეტეს, რომ ჩემი ერთ-ერთი ვალდებულება პარლამენტის რეპუტაციის მენეჯმენტიცაა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)