"მიშა სოფო ნიჟარაძეს რომ მოიყვანს ცოლად, რა არის ამაში სკანდალური?" - კვირის პალიტრა

"მიშა სოფო ნიჟარაძეს რომ მოიყვანს ცოლად, რა არის ამაში სკანდალური?"

"ბევრს ჰგონია, რომ მიშა ძალიან განათლებულია, ასე არ არის,  საბოლოო ჯამში სულ რაღაც ერთი წელი სწავლობდა ევროპასა თუ ამერიკაში, თან იმავდროულად ბიბლიოთეკაში სანდრას სიყვარულს უხსნიდა და სწავლა როდის მოასწრო?!"

"პუტინი თანამედროვეობის ნომერი პირველი პოლიტიკოსია მსოფლიოში."

ამონარიდი ჟურნალ "რეიტინგის" ორშაბათის ნომრიდან

ანრო ხიდირბეგიშვილი, "საქინფორმის" დირექტორი:

- თქვენ პრეზიდენტის პირად ცხოვრებაზეც აკეთებთ სკანდალურ განცხადებებს...

- სოფო ნიჟარაძეს რომ მოიყვანს ცოლად, რა არის ამაში სკანდალური? თუ კაცია, აუცილებლად მოიყვანს, თანაც, ის ხომ პუტინს ყველაფერში ჰბაძავს: ჰაერში - თვითფრინავის მართვაში, წყალში - ყვინთაობაში, ხომ გახსოვთ, აკვალანგით რომ ჩავიდა და კინაღამ დაიხრჩო?! მოიყვანოს, თუ მანამდე პუტინმა მის მიმართ თავისი დანაპირები არ შეასრულა (იცინის). მაგრამ ამ ლამაზი გოგოს ქმრობაც მიშასთვის, პირველ რიგში, პიარსვლა იქნება, თანაც სანდრასთან ნორმალური ურთიერთობა რომ დიდი ხანია არ აქვს, ამას მთელი საქართველო ხედავს. სანდრა მარტო იმისთვის სჭირდებოდა, რამე რომ მომხდარიყო, ჰოლანდიაში გაქცეულიყო და იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიეღო. მთელი ეს წლები სანდრა მის ქარაფშუტობას შეძლებისდაგვარად აბალანსებდა. ახლა აღარ სჭირდება, რადგან ამერიკაში ბოლო ვიზიტის დროს მისცეს უსაფრთხოებისა და თავშესაფრის გარანტიები.

- არ გეშინიათ, რომ ამის გამო სოფო ნიჟარაძე გიჩივლებთ?

- რატომ უნდა მიჩივლოს, რა, სააკაშვილის ცოლობა სირცხვილია? სააკაშვილის სომხობისა არ იყოს?! ვერ მიჩივლებს, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი, როგორც პუბლიცისტის ვარაუდი - სააკაშვილი ყველაფერში ჰბაძავს პუტინს და მე ვთქვი, რომ ცოლთან დაშორებაშიც მიჰბაძავს. ნეტავ, "ბაბნიკობის" მეტი მიშას ნაკლი არ ჰქონდეს... ისე, სააკაშვილი უბედური კაცია, მას ძალიან კარგი სასტარტო მოედანი ჰქონდა, ყოფით დონეზე მართლა უამრავი კარგი რამ გაკეთდა, ამის არდანახვა არ შეიძლება, მაგრამ როდესაც მმართველი ბუნებით დარბაისელი არ არის და ბავშვობიდან დაკომპლექსებულია, როცა ინტელექტი და განათლება აკლია, საშინელ შეცდომებს უშვებს... ბევრს ჰგონია, რომ მიშა ძალიან განათლებულია, ასე არ არის, ის ძალიან კომუნიკაბელურია, ეს კი მართალია. საბოლოო ჯამში სულ რაღაც ერთი წელი სწავლობდა ევროპასა თუ ამერიკაში, თან იმავდროულად ბიბლიოთეკაში სანდრას სიყვარულს უხსნიდა და სწავლა როდის მოასწრო?! მაგან მთელი განათლება საბჭოთა სკოლასა და კიევის უნივერსიტეტში მიიღო. ენებში უდავოდ ნიჭიერია, თორემ რეალურად სიცარიელეა, ფუტლარი! ნაღდი ქალაქელიც არ გახდა, მიუხედავად ღირსეული წინაპრებისა და სანათესავოსი.

- ბატონო არნო, თქვენ საქართველოს "ნატოში" შესვლის წინააღმდეგი ხართ?

- რა საზღვრებით შევდივართ "ნატოში", რატომ ვკარგავთ ოსეთსა და აფხაზეთს? ან რაში გვჭირდება? მსოფლიო ტერორიზმთან ამერიკამ და რუსეთმა იომონ, მთელი საქართველო ნიუ-იორკის თუ მოსკოვის ერთი დიდი უბნისხელაა! დაგვეხმარა ნატო 2008 წელს?! და საერთოდ, ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს დღეს არც აშშ მართავს, არც რუსეთი და არც ადამიანი - პრემიერი იქნება ეს თუ პრეზიდენტი. საქართველოს მართავენ მოვლენები, რომლებიც ჩვენ გარშემო ვითარდება: სირია, ისრაელი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი თავის ყარაბაღიანად და თურქეთი, როგორც იქ განვითარდება მოვლენები, იქიდან გამომდინარე შეიცვლება სიტუაცია საქართველოში.

- ერთგვარი ტერმინი არსებობს - "პუტინისტები"...

- ალბათ მე მაგ სიაში პირველ ადგილზე ვიქნები. არაერთხელ დამიწერია, რომ ის თანამედროვეობის ნომერი პირველი პოლიტიკოსია მსოფლიოში. ჩვეულებრივი უშიშროების ოფიცერი უდიდესი ქვეყნის პირველი პირი მხოლოდ საკუთარი ნიჭით გახდა!

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "რეიტინგის" ორშაბათის ნომერში