”გამოძიებამ დაადგინა, რომ ტარიელ ფოხვერია არის "კანონიერი ქურდი" - ”ტარასას” ციხეში შეაბრუნებენ? - კვირის პალიტრა

”გამოძიებამ დაადგინა, რომ ტარიელ ფოხვერია არის "კანონიერი ქურდი" - ”ტარასას” ციხეში შეაბრუნებენ?

სამართალდამცველებმა ამნისტიის საფუძველზე ახლად გათავისუფლებული ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია ისევ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევ ტარიელ ფოცხვეერიას ბრალად კანონიერი ქურდობა ედება.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ტარიელ ფოხვერია არის ე.წ. "კანონიერი ქურდი" და აღიარებს ქურდულ სამყაროს.

"იგი ქურდული სამყაროს სასარგებლოდ აწყობდა ქურდულ გარჩევებს, იღებდა ე. წ. ქურდულ გადაწყვეტილებებს, მითითებებს აძლევდა ქურდული სამყაროს სხვა წევრებს და მათი გავლენის ქვეშ მყოფ პირებს. დადგენილია, რომ ბრალდებული ამ სახით მონაწილეობდა ქურდული სამყაროს მართვასა და ორგანიზებაში", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს კავშირი ჰქონდა ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ საზღვარგარეთ მცხოვრებ სხვა პირებთან.

სამართალდამცველებმა ტარიელ ფოცხვერია ბრალდებულის სახით თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დააკავეს, სადაც ის მკურნალობის კურსს ბადრაგების ზედამხედველობის ქვეშ გადიოდა.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც გათვალისწინებულია სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით.

”ინტერპრესნიუსი”