ანეკდოტები
- დასაჭერების სია ნახეს ზუგდიდის სამალავებში... უამრავი გვარი წერია, თურმე.
- ხოხ, აქ მოიგეს არჩევნები და მაინც ამდენ ხალხს იჭერდნენ და წარმომიდგენია, თბილისის სამალავებში რამდენი გვარი იქნებოდა.
მეგრელი ძარცვავს ქუთაისელს:
- ფული ჩქარა!
ქუთაისელმა რევოლვერი ამოიღო და ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა:
- რად გინდა ფული?
- ასდოლარიანი მაქ და ხომ ვერ დამიხურდავებდი ბატონო?
მიხო ეუბნება შაქროს:
- შარშან ერთი საგზურით მთელმა ოჯახმა დავისვენეთ!
- ეგ როგორა, ჯო?
- სიდედრს ვაჩუქე.
გურულმა ოქროს თევზი დაიჭირა. თევზმა უთხრა, გამიშვი და სამ სურვილს შეგისრულებო. გურულმა ულვაშზე ხელი გადაისვა და დაიწყო:
- სამსართულიანი სახლი ბახმაროში, ბოლო მოდელის ჯიპი, მილიონი ევრო ბანკში - აგი ერთი...
გურულს მკითხავი აეკიდა:
- მოდი, ბიჭო, გიმკითხაო, შენ მაღალი, ლამაზი და მდიდარი ქალი გამოგყვება ცოლად... მაიტა ლარი...
- რას გეტყვი, იცი? 10 ლარს მოგცემ, ოღონდ მითხარი, სახლში რომ დაბალი, მსუქანი და ღატაკი მყავს, ის სად წავა?