არჩილ კბილაშვილი - უგულავას ბრალდება პატიმრობას მოითხოვს (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

არჩილ კბილაშვილი - უგულავას ბრალდება პატიმრობას მოითხოვს (ექსკლუზივი)

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლის" ექსკლუზიური ინტერვიუდან

არჩილ კბილაშვილი, მთავარი პროკურორი:

- ბატონო არჩილ, მედიასაშუალებებს არაერთხელ გაუვრცელებიათ ინფორმაცია, რომ თბილისის მერის გიგი უგულავას დაკავება იგეგმება. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერთან დაკავშირებით ელიტური კორუფციის ახალი ეპიზოდები გამოიკვეთა.

- არავის დაჭერას არ ვაპირებთ. მიმდინარეობს უგულავასთვის წარდგენილი ბრალდების სასამართლო განხილვა. თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ დამნაშავეა, აღსრულდება მისი გადაწყვეტილება და არა პროკურატურის დამოკიდებულება. თუ განაჩენი გამოვიდა, მას მოელის პატიმრობა, რადგან ის ბრალდება, რაც უგულავას წარედგინა, მოითხოვს პატიმრობას. მას საკმაოდ სერიოზული მუხლები აქვს წაყენებული. პროკურატურას მისი დაჭერის სურვილი არასდროს ჰქონია, ბრალი ისე წარვუდგინეთ, არ დაგვიკავებია და არც ერთი წუთით მისი თავისუფლება არ შეგვიზღუდავს. გამოვხატეთ ჩვენ პოზიცია, მიგვაჩნია, რომ მან, სავარაუდოდ, დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ამ საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს მივანდეთ. მომავალში რა იქნება, ამის პროგნოზირებას ვერ დავიწყებ.

- გავრცელებული ვერსიით, ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილი ბუდაპეშტში იმყოფება და უნგრეთის სასამართლოს რეფორმაზე მუშაობს.

- ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი დასადგენია და დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ინტერპოლთან მი Read more... მდინარეობს მუშა პროცედურა, რომ ადეიშვილზე გამოცხადებული იქნას ძებნა.

- დათა ახალაიას ადგილსამყოფელზე რას იტყვით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის საქართველოდან არც გასულა.

- ჩვენი ინფორმაციით, ის საქართველოში არ იმყოფება, ხოლო გამოძიების მიერ დაზუსტებული არ არის.

- ამბობენ, რომ ჟვანიას საქმე ჩიხში შევიდა და ის არც არასდროს გაიხსნება. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- არა, გამოძიება ჩიხში არ შესულა. პირიქით, გამოძიება წინ მიდის და დარწმუნებული ვარ, წარმატებით დასრულდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ზუსტად დადგინდეს, რა მოხდა. ეს ადამიანი მოკლულია, თუ უბედური შემთხვევის მსხვერპლი. ამის გაცხადება ამჟამად მი-ზანშეწონილად არ მიმაჩნია, მაგრამ ყველა საკითხი, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი, პასუხგაცემული იქნება. დღეს რა კითხვაც აფიქრებს და აწვალებს საზოგადოებას - ეს იყო მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა, ამ კითხვაზე მალე მკაფოდ მიიღებთ პასუხს.

- ბატონო არჩილ, ე.წ. მატროსოვის ციხის თანამშრომელთა თქმით, კვირაში 1-2-ჯერ ბაჩო ახალაიასთან მიდიან მნახველები, რომელთა ვინაობაც მკაცრად გასაიდუმლოებულია. თანამშრომლებს თურმე საათობით კეტავენ ოთახებში, რათა ვიზიტორების დანახვა ვერ შეძლონ. თქვენ თუ ხართ საქმის კურსში, ვინ უნდა სტუმრობდეს ახალაიას?

- ბაჩო ახალაია გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. თუ გამოძიებასთან თანამშრომლო-ბაში იგულისხმებთ იმას, რომ პირი აძლევს ინფორმაციას დანაშაულის ან დამნაშავეთა შე-სახებ, მაშინ ასეთი რამ არ ხდება. ციხის ცხოვრების წესს არეგულირებს სასჯელაღსრულების სამინისტრო და დეპარტამენტი, ჩვენს ფუნქციებში არ შედის, მაგრამ რასაც თქვენ ამბობთ, ასეთი რამ არ გამიგია, პირველად მესმის. ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.