"მფორთხავები" და "ლიბერალები" - კვირის პალიტრა

"მფორთხავები" და "ლიბერალები"

მე მგონია, რომ ისეთი მძიმე დღეები, როგორიც ახლა უდგას საქართველოს, ბოლო ათწლეულების მანძილზე არ ჰქონია ამ ქვეყანას.

ვიცი, შემეკამათებით: ომები, შიმშილობა და არანაკლები საშინელებები, რომლებიც "ნაციონალებამდეც" ხდებოდა პოლიციაში - თუნდაც პოლიციის სამმართველოს შენობის მაღალი სართულებიდან დაკავებულთა "შემთხვევით" გადმოვარდნებიო!..

მაგრამ აქ სხვა სიძნელესა და საშინელებასთან გვაქვს საქმე: რომ არ ჩუმდებიან ეს მამაცხონებულები!!!

თურმე ნუ იტყვით და, - სასწრაფო გამოძიებას ითხოვენ და პროკურატურას წამების შემკვეთთა დასახელების გაჭიანურებაში ადანაშაულებენ!

უტიფრობის მეტი რა მინახავს, "გაღმა შედავებაც" რომ "გამოღმა შერჩენის" საწინდარია, ეგეც ვიცი და "საუკეთესო თავდაცვა რომ თავდასხმაა", - ეგეც.

ამიტომ სულაც არ მიკვირს, თბილისის ყოფილი პროკურორი ქვეყნის მაშინდელი მთავარი პროკურორის მოადგილის სადისტობით რომ არის აღშფოთებული და მის სამუშაო მაგიდაზე დადებული, გირგვლიანის საქმიდან მოწმეთა ჩვენებების "აორთქლება" ავიწყდება; არც ის მაოცებს, პრეზიდენტს (თუ რაც არის), დაგვიანებით რომ ახსენდება, ჩემი ბრძანებით იყო ის იარაღი "ჩამწნილებული" პლასტმასის კასრებშიო; მოულოდნელი არც იუსტიციის ყოფილი მინისტრის მოადგილისა და ამჟამად საპარლამენტო უმცირესობის წევრის მოთხოვნაა, - საპარლამენტო კომისიამ გამოიძიოს ეს ჩანაწერებიო...

ჰო, არც გასაკვირია ეს ყველაფერი და არც მოულოდნელი - ხელისუფლებაში რა "ნამუსიანებიც" გვესხდნენ 9 წლის განმავლობაში, ისედაც ვიცოდი, მაგრამ ის, თუნდაც მცირერიცხოვანი მათი მხარდამჭერები, რომელთა ქირქილიც დღემდე არ წყდება პრემიერ-მინისტრის მიერ მოყოლილი ანეკდოტებისა თუ რომელიმე მინისტრის გვერდზე მოქცეული ჰალსტუხის გამო (ესენი რომ ჰალსტუხს ახსენებენ!), სოციალური ქსელების ტიპები, რომლებიც დღემდე უტიპრად იცავენ მკვლელებსა და მწამებლებს და თავიანთი ბრიყვი "სამწყსოს" გადებილებას აგრძელებენ, მგონია, რომ არანაკლებ დამნაშავეები არიან! რადგან მათ არც კი ეცოდებათ წამების მსხვერპლნი! ცრუობს, თუკი რომელიმე მათგანი ამბობს, რომ თანაუგრძნობს ნაწამებ ადამიანებს - არც ერთ მათგანს აღშფოთება, ან უწმაწური გინება, ან დამამცირებელი ქილიკი (ეს ორი "მეთოდი" კარგად აქვთ ათვისებული სხვა შემთხვევებში) არ წამოსცდენიათ ამ საზიზღარი ამბების გამჟღავნების შემდეგ. სხვა შემთხვევაში - იცოცხლეთ! მაგალითად, თუ იცით, რას ნიშნავს "მფორთხავი"? ეს "ლიბერტარიანულ-ფეისბუქურ" ლექსიკონში "მორწმუნეს" სინონიმია. საერთოდ, ამ "სასტავში" ყველაზე დიდი სირცხვილი, მდაბიოობა და გოიმობა მორწმუნეობაა, კერძოდ - მართლმადიდებლობაა. და ამ "ლიბერალებსა" და "უფლებადამცველებს" სულაც არ მიაჩნიათ სირცხვილად, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას "მფორთხავი" უწოდოს; სამაგიეროდ, მათ არ უნდა უწოდო "მამათმავალი", "არატრადიციული" და მით უმეტეს - "პედერასტი" (ვაჰ, ახლა დავფიქრდი: იმ საძაგლობებით იქნებ იმიტომ არ აღშფოთდნენ, რომ სულაც არ მიაჩნიათ საძაგლობად?!)!

ჰოდა, ახლა საჯაროდ ვდებ პირობას: იმის მიუხედავად, რომ სამწუხაროდ, ვერ ვარ კარგი მორწმუნე, ამ ტიპებს ყველგან "პიდარასტებს" ვუწოდებ და ფეხზე მკიდია ქარტია და კორექტულობა! სწორედ "პ-ი-დარასტებს" და არა გრამატიკულად სწორ "პ-ე-დერასტებს", რადგან საერთოდ მკიდია მათი ორიენტაცია, უბრალოდ, ამ სიტყვის ასეთი "თბილისურ-ჟარგონული" ფორმა უკეთ აღნიშნავს "ადგილს, რომელიც მათ მზის ქვეშ უჭირავთ".

ასე რომ: პიდარასტებო, გერხევათ! გეუბნებოდნენ "მფორთხავები" და არ უჯერებდით: "არარაი არს დაფარულ, რომელი არა გამოცხადნეს!"

P.S. აბა, წარმოიდგინეთ, მართლა ასეთი საშინელებები რომ არ ხდებოდეს ამ დღეებში, რა კარგი თემა გვექნებოდა მე და თქვენ, მკითხველო: "უცნაური, მაგრამ სასარგებლო" საკანონმდებლო ინიციატივებით ცნობილმა კობა დავითაშვილმა, ბავშვებისთვის პრეზერვატივების მიყიდვის აკრძალვის შემდეგ (ჰო, ზოგიერთი "სახეობის" საერთოდ აკრძალვასაც ითხოვდა, როგორც მახსოვს), ახლა ტელესერიალების აკრძალვას ითხოვს! რადგანო, ზოგიერთ მათგანში ისეთი რამეებია, ბავშვების მორალისა და ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე უშნოდ იმოქმედებსო.

ერთი სიტყვით, ძალიან გვეჩაგრებიან ქართველი ბავშვები: აღარც პრეზერვატივი, აღარც დადებით-გეი-პერსონაჟებიანი სერიალები და დაგვრჩებიან ასე, არაცივილიზებულებად... ჰო, "მფორთხავებად"! ჰმ, თქვენი...

P.P.S. საზოგადოება "იდენტობა", ჰომოსექსუალებისთვის დონორობის უფლების აკრძალვას აპროტესტებს. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ რამე რომ დამემართოს და უგონოდ ვიყო, ახლავე იცოდეთ: ოფიციალურად ვაცხადებ უარს მაგათი სისხლის მიღებაზე.