გურამ ფირცხალავა - დანამდვილებით ვიცი, წამების ამსახველ ვიდეოებს სააკაშვილი უყურებდა და სიცილით კვდებოდა - კვირის პალიტრა

გურამ ფირცხალავა - დანამდვილებით ვიცი, წამების ამსახველ ვიდეოებს სააკაშვილი უყურებდა და სიცილით კვდებოდა

ამონარიდი ჟურნალ ”გზადან”:

გურამ ფირცხალავა, მსახიობი:

- რატომ ხართ დარწმუნებული, რომ რომ ეს სისტემური დანაშაული იყო?

- ყველაფერი ამაზე მეტყველებს, ამას მსჯელობა რად უნდა? ”ნაციონალური მოძრაობა” უცნაური ჯიშის ადამიანებით არის დაკომპლექტებული. მე დანამდვილებით ვიცი, რომ ადამიანის წამების ამსახველ ვიდეოებს სააკაშვილი უყურებდა და სიცილით კვდებოდა.

-  ბატონო გურამ, ეს სერიოზული ბრალდებაა.

- დრო მოვა და ამ ყველაფერს დაამტკიცებს ერთი ადამიანი.

- ვის გულისხმობთ?

-ჯერ ამის თქმის დრო არ დამდგარა. სააკაშვილი იმასაც ამბობს , ბაჩო ახალაია სულ ორჯერ მყავს ნანახიო. სინამდვილეში ის ბაჩოსა და დათას მამას მამობილს ეძახდა და ხშირად ზუგდიდში ოჯახით სტუმრობდა. ამ ყველაფერს მალე ფარდა აეხდება...

- იმის შესახებ რას იტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილმა ესტონურ გამოცემა პოსტიმეეს-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, - საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში სულ რამდენიმე დღით დავრჩებიო?

- რა უნდა ვთქვა? ბიძინა ივანიშვილი ის კაცი არ არის, ქვეყანა განსაცდელში მიატოვოს და წავიდეს... ზუსტად ვიცი, სანამ ქვეყანას ბოლომდე არ დაალაგებს, არსად წამსვლელი არ არის.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ ”გზის” ხუთშაბათის ნომერში.