პატრიარქის ინიციატივა - კვირის პალიტრა

პატრიარქის ინიციატივა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სკოლებში ახალი საგნის სწავლების ინიციატივით გამოდის, რომელიც მომავალ თაობას ოჯახური ცხოვრებისთვის მოამზადებს. ამის შესახებ უწმინდესმა `დემოგრაფიული აღორძინების ფონდის~ პრეზენტაციაზე ბრძანა, სადაც ქვეყნის დემოგრაფიულ პრობლემებზე ისაუბრა. `საქართველო დასძლევს ამ პრობლემას, თუ ჩვენ შევუწყობთ ხელს, თუ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. ერთ-ერთი პირველი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, არის ოჯახის დაბალი დონე, დაბალი კულტურა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სკოლაში შევიდეს საგანი: მომზადება ოჯახური ცხოვრებისთვის~, _ ბრძანა უწმინდესმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).