”ველოდებით თავისუფალ არჩევნებს” - კვირის პალიტრა

”ველოდებით თავისუფალ არჩევნებს”

საქართველოში ვიზიტისას ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ალიანსი თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ელოდება. რასმუსენმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს - პრემიერი ბიძინა ივანიშვილი კოაბიტაციას, კანონის უზენაესობას და რეფორმების გაგრძელებას უზრუნველყოფს. საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე რასმუსენმა ყურადღება სააკაშვილთან შეხვედრაზეც გააკეთა.

”ბატონო პრეზიდენტო, ვიცი, რომ თქვენ დავით აღმაშენებლის თაყვანისმცემელი ბრძანდებით, ოქტომბერში საქართველოში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები, არჩევნების შემდგომ, თქვენ გადასცემთ თქვენს ძალაუფლებას და როდესაც ეს მოხდება, თავად თქვენ, თქვენი შემცვლელი და პრემიერ-მინისტრი, ცნობილები იქნებით, როგორც საქართველოს დემოკრატიის მშენებლები”. მისივე თქმით, ალიანსი შეშფოთებით ადევნებს თვალს მაღალი თანამდებობის პირების დაკავებას და ეჭვი არ ეპარება, რომ სასამართლო პროცესები პოლიტიკურად მოტივირებული არ იქნება.