მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდა - კვირის პალიტრა

მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდა

პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის საქმე საბოლოოდ გახსნილად გამოაცხადა და ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმა. პროკურატურამ საქმესთან დაკავშირებით ვრცელი დადგენილება გამოაქვეყნა, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ტრაგედიის ამბავი. გამოძიების ინფორმაციით, უშუალოდ ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა გირგვლიანის საქმის ფალსიფიკაციას. გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულებს კი, დუმილის სანაცვლოდ, 100-100 ათასი დოლარი შესთავაზეს. ვანო მერაბიშვილი ბრალის დამძიმებას პოლიტიკურ დევნას უკავშირებს. გირგვლიანის საქმეზე ბრალი დაუმძიმდება კუდ-ის ყოფილ უფროს დათა ახალაიასაც. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ მერაბიშვილს გირგვლიანის საქმეზე აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდა(!)