თევდორაძის სკანდალური განცხადება - კვირის პალიტრა

თევდორაძის სკანდალური განცხადება

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ 2005 წელს ვანო მერაბიშვილთან საუბრის დეტალები გაიხსენა. საუბარი პოლიციელების მიერ სამი ახალგაზრდის დახვრეტას შეეხებოდა. "მერაბიშვილმა ძალზე გაღიზიანებულმა მითხრა, სანამ მე ასეთ 200-მდე ბანდიტს მიწაში არ ჩავდებ, ვერ მოვისვენებ. მითხრა, შენც მიგაყოლებო. ბოკერიამ კი ამიხსნა, ჩვენ უნდა გავზარდოთ პატიმრების რიცხვი 24 ათასამდე, ამის გამო, საქართველო მიიღებს თანხებს, რომ ააშენოს ახალი ციხეები". მან 2006 წლის ციხის ბუნტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ სროლები ადგილზე გიგა ბოკერიას მისვლის შემდეგ დაიწყო. ბოკერიამ თევდორაძის განცხადებებს სიცრუე და ბოდვა უწოდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).