შთამბეჭდავი პარადი ბაქოში - კვირის პალიტრა

შთამბეჭდავი პარადი ბაქოში

26 ივნისს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 95-ე წლისთავი გრანდიოზული აღლუმით დასრულდა, რომლის მსგავსი სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა პერიოდშიც კი არ გამართულა. საერთოდ, აზერბაიჯანი თავისი არმიის შექმნის თარიღად 1918 წლის 26 ივნისს მიიჩნევს, როდესაც მაშინდელმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ პირველი სამხედრო ნაწილი - ცალკეული აზერბაიჯანული კორპუსი შექმნა.

2013 წლის 26 მაისის აღლუმი, გარდა გრანდიოზული მასშტაბისა - მასში მონაწილეობდა 5 ათასზე მეტი სამხედრო, 300 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, 100-ზე მეტი თვითმფრინავი და შვეულმფრენი და 40-მდე სამხედრო ხომალდი და კატარღა - გამოირჩეოდა სამხედრო ტექნიკის სახეობების სიუხვით; მათ შორის იყო მათი ულტრათანამედროვე მოდიფიკაციებიც.

აზერბაიჯანის არმიამ პირველად სახალხოდ აჩვენა ცოტა ხნის წინ რუსეთში ნაყიდი თ-90ჩ ტიპის ტანკები, საზენიტო-სარაკეტო <ერ-V2-ები და მძიმე ცეცხლსატყორცნი სისტემები თOჩ-1 ჩჯკყწტგტრ-ები, რომლებიც მანამდე შეიარაღებაში სამხრეთ კავკასიის არც ერთ ქვეყანას არ ჰყოლია (აგვისტოს ომში გამოყენებული `ბუკები~ ძველი მოდიფიკაცია იყო).

ასევე აღსანიშნავია ბაქოში, აღლუმზე გამოყვანილი ისრაელის წარმოების 120 მმ-იანი ავტომატური ნაღმსატყორცნები (ჩარდომ), თურქული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები(თღ-122 შაკარყა) და სამხრეთაფრიკული ჯავშანმანქანები (Mატადორ და Mარაუდერ), რომელთა წარმოება სამხრეთ აფრიკისგან მიღებული ლიცენზიით აზერბაიჯანმა თავად დაიწყო.

აზერბაიჯანის საჰაერო ძალები, ძირითადად, საბჭოთა პერიოდის გამანადგურებელი და მოიერიშე თვითმფრინავებით, სატრანსპორტო და საბრძოლო შვეულმფრენებით იყო წარმოდგენილი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბაქოს თავზე გადაფრენილ ჩე-25-ებს შორის იყო ის ახალი მოიერიშეებიც, რომლებიც მათ ბოლო წლებში საქართველომ მიჰყიდა.

აღლუმზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შექმნილი და წარმოებული სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, მათ შორის - საპატრულო ავტომანქანები G`გიურზა~.

აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართული გრანდიოზული და შთამბეჭდავი აღლუმი, ჩანს, მეზობელ სომხეთზე ინფორმაციულ ზეწოლასაც ისახავდა მიზნად.

თუმცა, მიუხედავად ასეთი მასშტაბისა, 26 მაისს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მოწყობილი ქართული არმიის შეიარაღების გამოფენები, ჩვენი აზრით, უფრო სასარგებლო და საინტერესო გახლდათ, თუნდაც იმიტომ, რომ ნებისმიერ მოქალაქეს მთელი დღის განმავლობაში შეეძლო, ახლოდან დაეთვალიერებინა ესა თუ ის სამხედრო ტექნიკა.

პ.ს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ დღეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია და თუკი 2003 წელს ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი მხოლოდ 163 მლნ დოლარს შეადგენდა, 2013 წელს ის 3,7 მლრდ დოლარს მიაღწევს. სწორედ ასეთმა დაფინანსებამ მისცა საშუალება აზერბაიჯანის არმიას, შეეძინა მსოფლიოში საუკეთესო და უახლესი საბრძოლო ტექნიკა.