ხორვატია ევროკავშირის წევრი გახდა - კვირის პალიტრა

ხორვატია ევროკავშირის წევრი გახდა

ხორვატია ევრობლოკის 28-ე წევრი გახდა. დღეს ზაგრებში ევროკავშირში შესვლის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ამ ფაქტს განსაკუთრებული აღტაცება არ გამოუწვევია. ხორვატიაში აფიქრებთ როგორც საკუთარი გაუარესებული ეკონომიკა, ასევე ევროზონის განუხრელად მწვავე კრიზისი.

ხორვატიას დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 20 წელი დასჭირდა რათა ევროკავშირში შესულიყო. 1993 წელს, სისხლისმღვრელი ომის შედეგად, რომელმაც 20000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ქვეყანა იუგოსლავიას გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა.