გიორგი მარგველაშვილი: ვთქვი, სავარძელი არ მადარდებს-მეთქი და თქვეს, უხერხემლოაო. - კვირის პალიტრა

გიორგი მარგველაშვილი: ვთქვი, სავარძელი არ მადარდებს-მეთქი და თქვეს, უხერხემლოაო.

ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან:

- როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდით, ბრძანეთ, ჩემზე თავდასხმები დაიწყოო. იგივე გრძელდება?

- დიახ. ისეც ხდება, რომ ჩემს ფრაზებს კონტექსტიდან ჭრიან და მერე არის ქილიკი და იგება შავი პიარი. თუმცა ამას შავი პიარიც არ ჰქვია, უფრო "პიარუშკაა".

- ასეთ "პიარუშკას" თქვენმა გულახდილობამაც ხომ არ შეუწყო ხელი? თქვით, რომ პლასტილინივით ხართ და ამას მოჰყვა შეფასებები, ე.ი. უხერხემლოა და დამყოლიო.

- პლასტილინის ეპიზოდიც ასევე ამოჭრეს. არადა, ვყვებოდი, რომ კაბინეტში არაფერი გადამიადგილებია, არ ჩამომიკიდებია კედელზე ჯინჯილები და ჩინ-მედლები, ორდენები ბაფთით და უბაფთოდ. ვთქვი, რომ არა მაქვს მიდრეკილება ფუფუნებისა, რომ უპრეტენზიო ვარ. ამ კონტექსტში ვთქვი, რომ პლასტილინივით ვარ, მაგრამ ეს გამოიყენეს, თითქოს დამყოლი ვარ, თან ამას ამბობს ისეთი ხალხი... ნახონ ჩემი ბიოგრაფია, რამდენჯერ შემეძლო ვყოფილიყავი მთავრობაშიც და გამორჩეულ პოსტებზეც, მაგრამ არასოდეს გადამიდგამს ეს ნაბიჯი. მაჩვენონ ერთი მაგალითი, როდესაც დამყოლი ხასიათი გამოვავლინე. კარგად ვხედავ, ვინც არის დამყოლი და ვის აურია თავგზა ძალაუფლებამ. ვინ დაივიწყა ყველაფერი, რომ თანამდებობაზე ყოფილიყო. ვთქვი, სავარძელი არ მადარდებს-მეთქი და თქვეს, უხერხემლოაო. რაზე უნდა ველაპარაკო?

- არ გწყინთ?

- არ მწყინს ასეთი ხალხისგან. ისეთი ხალხი მლანძღავს, რომ მათზე არაფერს ვიტყვი, რადგან წაქცეულებს არ ურტყამენ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია