რუსეთთან დაძაბული ურთიერთობით რა მოვიგეთ, საჯდომში გათხრილი ცოცხები? - კვირის პალიტრა

რუსეთთან დაძაბული ურთიერთობით რა მოვიგეთ, საჯდომში გათხრილი ცოცხები?

ექსკლუზიური ინტერვიუ სოსო პავლიაშვილთან:

- როგორია მოსკოვიდან დანახული საქართველო?

- ქართული ტელეარხები საერთოდ არა მაქვს... საქართველოს სჭირდება რუსეთი, თორემ რუსებს ნაკლებად ვჭირდებით. ჯერ ერთი, საქართველოს რუსეთის ბაზარი სჭირდება. მეორეც, ერთმორწმუნე ერები ვართ და ამ ორ ქვეყანას შორის შუღლი მიუღებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთიდან ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ფულადი გზავნილია. ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, დაიღუპებოდა საქართველო! ამ დაძაბული ურთიერთობით რა მოვიგეთ, საჯდომში გათხრილი ცოცხები? ისევ ქართველები დავერიეთ ერთმანეთს. ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვამბობდი, ცოცხებით მოგვხვეტენ-მეთქი და სამწუხაროდ, კიდეც ახდა... წლებია გავიძახი, ნუ აგინებთ რუსებს, გავა წლები და მოკუნტულებს მოგვიწევს მოსვლა ბოდიშის მოსახდელად-მეთქი და... როცა ამას ვამბობდი, ეგ მოღალატე რუსეთშია და ჭკუას ნუ გვასწავლისო... კი ბატონო, ხმასაც აღარ ვიღებდი...

- ამბობენ, რომ ზურაბ ჟვანიას ახლო მეგობარი იყავით და სწორედ მისი გარდაცვალების გამო (კითხვას აღარ მამთავრებინებს. - თ. ღ.).

- დიახ, ზურა ჩემი მეგობარი იყო. თუმცა სააკაშვილთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია. უკეთესს გეტყვით, სააკაშვილი მოსკოვში ერთ-ერთ სუფრაზე გავიცანი, სადაც რუსეთის სადღეგრძელოს ფეხზე ამდგარი სვამდა. უთანხმოება მხოლოდ მის იდეოლოგიურ გარემოცვასთან მქონდა.

***

- რუსეთი ოკუპანტია თუ არა?

- მათ საქციელს გამართლება არა აქვს, მაგრამ დამწყვდეულ დათვს გალიაში ხელს რომ შეუყოფ, ხომ წინასწარ იცი, რომ მოგაჭამს და ვისი ბრალი იქნება ეს -  დათვის?!

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია