ამერიკაში ათეიზმს ძეგლი დაუდგეს - კვირის პალიტრა

ამერიკაში ათეიზმს ძეგლი დაუდგეს

შეერთებულ შტატებში ათეიზმს ძეგლი დაუდგეს. სკამის ფორმის მონუმენტი ფლორიდის შტატში, ქალაქ სტარკში დადგეს. ძეგლის დადგმამდე ცოტა ხნით ადრე ჯგუფმა "ამერიკელი ათეისტები სასამართლოს ათი მცნების ძეგლის აღების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა, სამაგიეროდ უფლება მისცა, თავიანთი ძეგლი დაედგათ. ახლა ორივე ძეგლი სასამართლოს წინ, ერთმანეთის მეზობლად დგას.