გიორგი ნაზღაიძე - "ისინი, ვინც დღეს პოლიტიკაში არიან ჭამა-სმისა და ტ****ს გასქელების მეტს არაფერს აკეთებენ!.." - კვირის პალიტრა

გიორგი ნაზღაიძე - "ისინი, ვინც დღეს პოლიტიკაში არიან ჭამა-სმისა და ტ****ს გასქელების მეტს არაფერს აკეთებენ!.."

ამონარიდი ჟურნალ "რეიტინგიდან":

- გიორგი, რამ გადაგაწყვეტინა ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერ ვიდეორგოლში მონაწილეობა?

- პოლიტიკაში მივდივარ (იცინის). სულ ვამბობდი, 35 წლის ასაკში პოლიტიკაში წავალ-მეთქი, ჯერ 28 წლის ვარ. ვფიქრობ, იმ დროისთვის კარგი ნაბიჯი იქნება, რადგან ჩემ გარდა ქვეყანას ვერავინ გადაარჩენს. ნუ გეცინება (იცინის). არა მხოლოდ მე, არამედ სხვებს, ვინც დღეს პოლიტიკაში არ არიან, უფრო მეტად გვესმის ადამიანების ტკივილი და პრობლემები, ვიდრე მათ, ვინც დღეს არიან პოლიტიკაში და ჭამა-სმისა და ტრაკის გასქელების მეტს არაფერს აკეთებენ!.. აქედან გამომდინარე, მე თუ მოვალ პოლიტიკაში...

- ფუფუნებას შეჩვეული ბიჭი ფულს არ გააკეთებ?

- იმხელა ხელფასები აქვთ, რომ კარგადაც შევჭამ და კარგადაც ჩავიცვამ. ჯიპებით დადიან, ბენზინი უფასო აქვთ, სახლ-კარი არ აკლიათ.

- შენგან როგორი პოლიტიკოსი გამოვიდოდა? შალვა ნათელაშვილს ორატორობაში გაეჯიბრებოდი?

- ნახე, ვის შემადარა?!. შალვას ვერავინ აჯობებს ვერასდროს. მაგრამ მისგან განსხვავებით, რომელიც თავის მიზნებამდე ბოლომდე ვერ მიდის, მე ჩემს მიზნებს აუცილებლად შევასრულებ. პოლიტიკას ისეთი ადამიანები სჭირდება, რომლებიც რეალურად გააკეთებენ საქმეს.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "რეიტინგის" ორშაბათის ნომერში.