ოხრახუში - მინიაფთიაქი - კვირის პალიტრა

ოხრახუში - მინიაფთიაქი

ოხრახუშის ნახარში საუკეთესო შარდმდენია და შებერილობასაც შველის. ყოველდღე 1 ჩ/ჭ ნახარში (1-2 ჩ/კ დაქუცმაცებული მწვანილი 200 მლ მდუღარე წყალზე) ხელს

უწყობს წონაში დაკლებას. ამ მინიაფთიაქში არის ბევრი მინერალი, ვიტამინები, ფიტონციდები, ცილები, ნახშირწყლები და საკვები ბოჭკოები, რაც ოხრახუშს ანიჭებს ყველა ორგანოსა და სისტემის მკურნალობის უნარს. მისი ყველა ნაწილი - თესლი, ფოთლები, ფესვები, ღეროები - კარგად წმენდს შარდის ბუშტსა და საშვილოსნოს. ტკივილიან, კრიტიკულ დღეებში  4 ჩ/კ თესლს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთი ცეცხლზე, გააცივეთ და მიიღეთ 1 ს/კ ნახარში 5-6-ჯერ დღეში საკვების მიღების შუალედში.

გახსოვდეთ, რომ ოხრახუშის ნახარშისა და ნაყენის მიღებისას დიდი სიფრთხილე უნდა დაიცვან ფეხმძიმეებმა და ნეფრიტით დაავადებულებმა.