”მე ვერ მოვისმინე დამაჯერებელი არგუმენტები, თუ რა ზიანს აყენებს ეს ბარათები მართლმადიდებლურ რწმენას.” - კვირის პალიტრა

”მე ვერ მოვისმინე დამაჯერებელი არგუმენტები, თუ რა ზიანს აყენებს ეს ბარათები მართლმადიდებლურ რწმენას.”

ამონარიდი ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუდან:

თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი:

- დღემდე გაურკვეველი და ხმაურიანი თემაა აიდი-ბარათების ალტერნატიული პირადობის მოწმობის გაცემის საკითხი. იქნება ალტერნატივა?

- ამ გადაწყვეტილებას, ალბათ, თვის ბოლოს გამოვაცხადებთ, როდესაც კვლევის შედეგებს გავაცნობთ საზოგადოებას და ავხსნით იმასაც, რა დადებითი თვისებები შეიძლება ჰქონდეს ახალ ელექტრონულ პირადობის მოწმობას. მთავრობასთან შეთანხმებულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. არიან ადამიანები, თუმცა არცთუ ისე დიდი ჯგუფი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობები რელიგიურად მიუღებელია. თუმცა, მე ვერ მოვისმინე დამაჯერებელი არგუმენტები, თუ რა ზიანს აყენებს ეს ბარათები მართლმადიდებლურ რწმენას.