ბრიტანელ მოსწავლე ბიჭებს ცხელათ და... სკოლაში კაბებით დადიან - კვირის პალიტრა

ბრიტანელ მოსწავლე ბიჭებს ცხელათ და... სკოლაში კაბებით დადიან

დიდი ბრიტანეთის ქალაქ სვონსიში მოსწავლეები სკოლაში ქვედაკაბებით დადიან. რამ გამოიწვია უჩვეულო ცვლილება მათ ტუალეტში? საქმე ისაა, რომ ზაფხულის აუტანელ სიცხეში გოვერტონის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დირექციამ შორტების ჩაცმა აუკრძალა. მათ არც შარვლის აკაპიწება აქვთ ნებადართული, ამიტომაც მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა გამოსავალი ქვედაკაბების ჩაცმაში ნახეს.

"ასე ძალიან გრილად ვართ. კლასში შარვალი რომ გვაცვია, ვოფლიანდებით და სიცხის გამო კონცეტრაციას ვერ ვახერხებთ" - ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე.

მეტეოროლოგების პროგნოზის მიხედვით, მაღალი ტემპერატურა ბრიტანეთში მომავალ თვემდე შენარჩუნდება, ასე რომ გოვერტონის სკოლის დირექციას ან კომპრომისზე წასვლა და შორტების აკრძალვის გაუქმება მოუწევს ან ქვედაკაბიანი ბიჭების კლასში დაშვება.

იხილეთ ვიდეო: ბრიტანელი ბიჭები სკოლაში ქვედაბოლოებით დადიან