პა-სპორტი - ჩისკო (ფრანჩისკო ხავიერ მუნიოს ლომპარტი) - კვირის პალიტრა

პა-სპორტი - ჩისკო (ფრანჩისკო ხავიერ მუნიოს ლომპარტი)

- ფეხბურთელი რომ არა, ვინ იქნებოდი?

- სახეობას ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ აუცილებლად სპორტში ვიქნებოდი. :)

- ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?

- მინდოდა, ფეხბურთელი ვყოფილიყავი.

- რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია ცხოვრება?

- ოჯახის გარეშე!

- ნივთი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...

-  iPhone.

- ფრაზა, ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...

- "ვამოს!" (ესპ. - "წავედით", "მიდით").

- უცნაური თვისება თუ გაქვს?

- როცა გოლი გამაქვს, მომდევნო მატჩამდე აუცილებლად ვიკრეჭ თმას. :)))

- ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა შენზე...

- მამა!

- ქალაქი, რომელიც საცხოვრებლად ყველაზე მეტად მოგწონს...

- მალიორკა!

- საყვარელი წიგნი, რეჟისორი, მუსიკოსი...

- "ანა ფრანკის დღიური", ესპანელი რეჟისორის,– დანიელ სანჩეს ალვაროს ფილმი "პრიმოსი", მომღერლებიდან - რიანა...

- სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ღიღინებ...

- სინდი ლაუპერის Close your eyes...

- ფეხბურთის გარდა, რა გიყვარს?

- კინო.

- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

- ჩემი გაღიზიანება ძალიან ძნელია. :))

- შინაური ცხოველები თუ გიყვარს?

- ძალიან მიყვარს ცხენები. შინ, მალიორკაზე, საჯინიბოც მაქვს...

- მატჩი, რომელიც ყველაზე კარგად გახსენდება...

- კოპა დელ რეის (ესპანეთის სამეფო თასი. - ავტ.) 2003 წლის ფინალი - "მალიორკა"-"უელვა" - 3:0!

- საყვარელი კერძი და სასმელი...

- ტორტილია, კარტოფილი, "კოკა-კოლა"...

- ყველაზე ეგზოტიკური საჭმელი, რაც გაგისინჯავს...

- "ვალენსიაში" თამაშის დროს, იაპონიაში კალიები მივირთვით. :)))

- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?

- საკმაოდ ხშირად.

- მეტსახელი თუ გაქვს?

- "ჩიჩი".

- შენი საყვარელი სპორტსმენი...

- ბრაზილიელი "ფენომენი" - რონალდო!

- თამაშის წინ რაიმე ჩვევა თუ გაქვს?

- სტადიონზე მისვლისას, მოთელვამდე, არასდროს გავდივარ მოედანზე...

- ყველაზე ხშირად გავიწყდება...

- გასაღები. :))

- რას ნანობ? კარიერის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი?

- არაფერს!

- პერსონაჟი, რომელსაც ყველაზე მეტად გამსგავსებენ...

- არ ვიცი, ეს სხვებს უნდა ჰკითხოთ. :))))

- რომ არ ყოფილიყავი ჩისკო, იქნებოდი...

- ვიქნებოდი მე. :)))

- ყველაზე უცნაური კითხვა, რომელიც ჟურნალისტს დაუსვამს...

- ერთხელ ჟურნალისტმა მკითხა, მატჩის წინ სექსი თუ გიყვარსო? :)))))