ონიშენკო – რუსებს ქართული ღვინით დაზომბებას გვიპირებენ! - კვირის პალიტრა

ონიშენკო – რუსებს ქართული ღვინით დაზომბებას გვიპირებენ!

"შორს არაა ის დღე, როდესაც საქართველოდან მილიონ ლიტრ ღვინოს შემოვიტანთ. მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის სამხედრო ლაბორატორიის არსებობა ამ პროცესს მნიშვნელოვანწილად შეაფერხებს. ამ პირობებში ქართული პროდუქტების რუსეთში შემოტანა ერთობ საფრთხილოა, რადგან ამ ლაბორატორიას ქართული მთავრობა ვერ გააკონტროლებს, მათ კი შეუძლიათ ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტი შემოგვაპარონ. ეს ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის პირდაპირი დარღვევაა. ეს არის მრისხანე თავდასხმითი პოზიცია, რომელიც ამერიკამ ჩვენთან სულ ახლოს დაიკავა. ქართული ღვინის მეშვეობით ამერიკელები რუსების ზომბირებას ცდილობენ! – განაცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარმა, გენადი ონიშენკომ სპეციალურ ამ საკითხის განსახილველად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ადრე ონიშენკო უკვე გვდებდა ბრალს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთში ღორის გრიპის ინფექციის გავრცელებაზე და მაშინაც მთავარ მიზეზად საქართველოში მძლავრი ამერიკული ლაბორატორიის არსებობას ასახელებდა.