ბრიტანეთში უფლისწულის დაბადებას ზეიმობენ - კვირის პალიტრა

ბრიტანეთში უფლისწულის დაბადებას ზეიმობენ

ათიათასობით ადამიანმა ლონდონში ბუკინგემის სასახლეს მიაშურა, რათა სამეფო მემკვიდრის დაბადება ეზეიმათ. პრინცი უილიამისა და კემბრიჯის ჰერცოგინიას პირმშო რიგით მესამეა ტახტის მემკვიდრეთა შორის. ბრიტანეთის სამეფო კარმა დღეს მილოცვა მილიონობით ადამიანისგან მიიღო მსოფლიო მასშტაბით. "უბედნიერესი ვარ" - განაცხადა უფლისწულის მამამ. პაწია პრინცისთვის ჯერ სახელი არ შეურჩევიათ.