ელისო ჩაფიძის მეუღლე ამნისტირებული პატიმარია - კვირის პალიტრა

ელისო ჩაფიძის მეუღლე ამნისტირებული პატიმარია

ამონარიდი გაზეთ ”ყველა სიახლედან”:

გასულ შაბათს, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ჟურნალისტმა ელისო ჩაფიძემ და ბიზნესმენმა დავით მიქაბერიძემ გელათის ტაძარში დაიწერეს ჯვარი. ელისოს რჩეულზე საზოგადოებამ ჯერ ბევრი არაფერი იცის, გარდა იმისა, რომ ბიზნესსაქმიანობით არის დაკავებული და მას ქუთაისის კოლორიტადაც მოიხსენიებენ. როგორც გაირკვა, არცთუ შორეულ წარსულში დავით მიქაბერიძე სასჯელსაც იხდიდა და მიმდინარე წლის იანვარში ამნისტიით გათავისუფლდა. აღნიშნული ინფორმაციის გა-დასამოწმებლად ”ყველა სიახლე” მის ადვოკატ თამარ აბესაძეს დაუკავშირდა:

- დავით მიქაბერიძე, რომელიც ბიზნესმენ ჯონი გიგანის ნათესავია, იმხანად მასთან ერთად მუშაობდა სავაჭრო კომპლექს ”მორკინალში” დირექტორის თანამდებობაზე. ერთ დილას სამსახურში მიმავალ მიქაბერიძეს სამოქალაქოფორმიანმა პოლიციელებმა ყაჩაღებივით გზა გადაუკეტეს და მანქანის გაჩერება მოსთხოვეს. მიქაბერიძე მათ არ დაემორჩილა და კარგადაც მოიქცა, თორემ უთუოდ ნარკოტიკული დანაშაულის მსხვერპლი გახდებოდა(პოლიცია ამტკიცებდა, რომ ვითომდა ჰქონდა ინფორმა-ცია, თითქოს მიქაბერიძეს ნარკოტიკები ჰქონდა). ჩათვალა, რომ კრიმინალურ ჯგუფთან ჰქონდა საქმე, გაარღვია მანქანების კორდონი და მიაღწია სამსახურამდე, ”მორკინალთან” მისული კი მანქანიდან გადმოვიდა და ხელები ასწია. მდევრები დაეწივნენ და მხოლოდ ამის შემდეგ უთხრეს, რომ სამართალდამცველები იყვნენ. პოლიციელებმა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ”მორკინალის” თანამშრომლების თანდასწრებით ვეღარ მოახერხეს მისთვის ნარკოტიკის ჩადება. ნარკოდანაშაულის ”ფაქტი” რომ ჩაუვარდათ, ეს ადამიანი პასუხისგებაში მისცეს ორი ნაკლებადმძიმე კა-ტეგორიის დანაშაულისთვის - პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ნივთის დაზიანება. ქალაქის პოლიციის სამმართველოში მიქაბერიძეზე განხორციელდა როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ზემოქმედება. აიძულებდნენ ეთანამშრომლა მათთან და მისთვის სრულიად უცნობი პირისთვის დაედო ხელი, პოლიციას საქმე რომ მისცემოდა. უარის მიღების შემდეგ სასტიკად ნაცემი მიქაბერიძე სამმართველო-დან გამოუშვეს

სტატია სრულად იხილეთ გაზეთ ”ყველა სიახლის” ოთხშაბათის ნომერში.