"როლანდ ახალაია თხის გაუპატიურების ბრალდებით იყო დაპატიმრებული"
23 ივლისს საქალაქო სასამართლოსთან უფლებადამცველ გიორგი გაბედავასა და როლანდ ახალაიას და გიორგი ონიანს (ბაჩო ახალაიას ადვოკატი) შორის ინციდენტი მოხდა. ამაზე კომენტარი გიორგი გაბედავას ვთხოვეთ.
- პირველად ახალაიამ დაიწყო გინება და ლანძღვა. მე უბრალოდ ვკითხე - ბატონო როლანდ, რატომ გაქვთ ჭა "ზალაში"-მეთქი? (საჯარო პირია და მგონი მაქვს კითხვის დასმის უფლება), რატომ გეშინიათ იმის, რომ ჭა ეზოში გქონდეთ?! ამ კაცს ისეთ საზიზღრობები აქვს ნაკეთები, რომ ეშინია, არ მოწამლონ. აი, ასეთი კურდღელია ეგეც და მისი შვილებიც. ძალაუფლება 9 წელი ქონდათ, აღარ აქვთ და მაგაზე არიან გამწარებულები. ახალაიაების მხრიდან ჩემი შეურაცხყოფა პირველი არაა.
- გიორგი, ახალიამ განაცხადა, რომ მამაშენი ზაზა გაბედავა არის აგენტი, სხვათაშორის, ანალოგიური განცხადება ჩვენთან ინტერვიუში მამა ელიზბარმაც გააკეთა
-ელიზბარ დიაკონიძე მამა ელიზბარი არაა, მაგ ადამიანს ტყუილად უწოდებთ მღვდელს. ელიზბარ დიაკონიძე არის თვითმარქვია, რომელიც ეკლესიას უფუჭებს სახელს და სამწუხაროდ, ასეთი ადამიანი ბევრია. სასაცილოა მისგან ასეთი რამის გაგება. რაც შეეხება ახალაიას: მამაჩემი საქართველოში სწორედ ახალაიას გამო ვერ ჩამოდის. 2006 წელს მას 13 წელი შეუფარდეს დაუსწრებლად, ეს უშუალოდ როლანდ ახალაიას დაკვეთით მოხდა. თუ მამაჩემი იყო აგენტი, როგორც ესენი ამბობენ, მის მოკვლას არავინ ეცდებოდა.
- არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც აგენტებს უშუალოდ ისინი იშორებენ ვისთვისაც მუშაობენ, მგონი ეს არ გამოდგება არგუმენტად...
-მამაჩემზე საქმე აღძრულია უშიშროების შენობაზე თავდასხმის მუხლით და აქედან გამომდინარე, ჩემთვის სასაცილოა ეს თემა. ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა მოუწევს ახალაიას. მე მას სამართლებრივად მოვთხოვ პასუხს: ან დაამტკიცოს ეს ყველაფერი, ან არადა მოიხადოს ბოდიში.
- მამა ელიზბარმა ისიც თქვა, რომ ზაზა გაბედავამ ისეთი საქმეები აკეთა, საქართველოში აღარ ჩამოესვლებაო...
-ელიზბარ დიაკონიძეს რაც შეეხება, პირდაპირ გეტყვით – ის მოსკოვში იყო და იქ შეხვდა მამაჩემს. მამამ და მისმა მეგობრებმა პატივი სცეს, ფული აჩუქეს, მან კი ეს ფული ქალებში დახარჯა. იძახის, დიაკონი ვარო, ამ დროს არის უბრალო თვითმარქვია. ეკლესიიდან განკვეთილია და არანაირი უფლება არ აქვს, ეკლესიის სახელით ილაპარაკოს. ჯობს მოინანიოს, რაც დაშავებული აქვს და ეკლესიის წიაღს დაუბრუნდეს, ვიდრე გამწარებულმა, იმის გამო, რომ "გაუბაზრეს", რაც გააკეთა, სხვებს ცილი დასწამოს.
- გიორგი, მამაშენი რუსეთს აფარებს თავს, იმ ქვეყანას, რომლის აგენტობასაც აბრალებენ. ეს ეჭვის საბაბს არ იძლევა?
- მამამ უმაღლესი დაამთავრა რუსეთში, იქ დიდი სამეგობრო წრე ყავს და ამიტომ არჩია იქ ცხოვრება. წლების მანძილზე იდევნებოდა. ყველა უწყება, რომელიც ებრძოდა ზვიად გამსახურდიას, ებრძოდა მამაჩემსაც და მთელ ჩვენს ოჯახს. შეგიძლიათ, სამეგრელოში ჩახვიდეთ და იკითხოთ მამაჩემიც და ახალაიაც და გაიგებთ, ვისზე რას ფიქრობენ. როლანდ ახალაიას საერთოდ როგორ ამოეღება ხმა, როდესაც ახალგაზრდობაში თხის გაუპატიურების ბრალდებით იყო დაპატიმრებული. შემდეგ როცა მთ. პროკურორი გახდა, ეს საქმეები გააქრო არქივიდან. პროკურორად მუშაობის პერიოდში ხალხი ტერორში ყავდა. სხვათაშორის, მეცნიერების მიერაა დადგენილი, როდესაც მშობელს აქვს რაიმე სახის სექსუალური გადახრა, ეს აუცილებლად აისახება შვილებზე. ახალია დაჭერილი იყო ზოოფილიის ბრალდებით და როგორ შვილებიც ყავს, კარგად ხედავთ. უამრავმა ადამიანმა იცის როლანდ ახალაიას დანაშაულებების შესახებ, მაგრამ რატომღაც ყველა დუმს.
მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, რომ როლანდ ახალაიას ვერ დავუკავშირდით. მას შემდეგ რაც ტელეფონს არ პასუხობდა და მესიჯი მივწერეთ, მან საერთოდ გამორთო ტელეფონი. რაც შეეხება სამების საკათედრო ტაძრის დიაკონის, მამა ელიზბარის პასუხს, იგი საიტზე შაბათს, 27 ივლისს გამოქვეყნდება.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)