რატომ დუმს FBI? - კვირის პალიტრა

რატომ დუმს FBI?

ჯიუტად დუმს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. უკვე მერამდენე დღე გავიდა, მაგრამ ხმას არ იღებენ. ერთადერთი, რაც თქვეს - კომენტარს არ გავაკეთებთო, არადა, ბატონ ნორლანდს აქამდე კომენტარი არაფერზე ეზარებოდა, ხან მშვიდი იყო, ხან შეშფოთებული, ხანაც აღშფოთებული. ახლა კი უბრალოდ, დუმს. არადა, მეტად საინტერესო რამ თქვა ჩვენმა პრეზიდენტმა, ფრიად საგულისხმო და სწორედაც რომ შემაშფოთებელი. სტუდენტებთან და ე.წ. ექსპერტებთან იმ შეხვედრაზე, რომელზეც თავი იმითაც დაგვამახსოვრა, რომ სტუდენტ გოგონას ლაპარაკში გამოაჯავრა, განაცხადა: ”მინდა გითხრათ, რომ 26 მაისს აქ FBI-ს ამერიკელთა ჯგუფი იჯდა ჩვენს შს სამინისტროში. მიტინგის დაშლის ყველა ეტაპს ადევნებდა თვალყურს მონიტორებზე და ბოლოს დაწერა დასკვნა, რომ ყველაფერი იყო კანონიერი”. იქვე ამაყად იკითხა: ”იცოდით ამის შესახებ?” და ყოველივე ამის შემდეგ ამერიკის საელჩო დუმს. არადა, ამ ორიდე თვის წინ გაზეთ ”ყველა სიახლეში” ამერიკელ ჟურნლისტთან დაბეჭდილი ინტერვუს, რომელშიც ჟვანიას გარდაც-ვალების გარემოებებსა და მტკიცებულებების გაქრობაზე იყო ლაპარაკი და სადაც FBI-ის აგენტიც იყო ნახსენები, მეორე დღესვე გამოეხმაურა.. რას ცდილობს ამგვარი განცხადებებით მიხეილ სააკაშვილი? შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს მისი მორიგი ტყუილია, ან უბრალოდ ცდილობს აშშ-ს მიანიშნოს, თუ არ დამეხმარებით ხელშეუხებლობის გარანტიების მიღებაში, მზად ვარ, არაერთი კონფიდენციური ინფორმაცია გამოვამზეუროო. ან იქნებ სა-აკაშვილი მიზანმიმართულად ცდილობს ჩვენს საზოგადოებაში ამერიკელების მიმართ უკმაყოფილების გაზრდას, რათა ამით ახალ ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეუქმნას, მაგრამ მე მაინც ყველაზე მეტად ამერიკელების დუმილი მაკვირვებს. დაუჯერებელია, ისინიც ოდესღაც დემოკრატიის შუქურად შერაცხილ პრეზიდენტს, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მსგავსად, იმდენად არასერიოზულად აღიქვამდნენ, რომ პასუხის ღირსადაც არ მიიჩნევდნენ. არადა, იქ პრეზიდენტმა ისიც თქვა, პუტინმა ივანიშვილს ჩემი დისკრედიტაციისთვის 2 მილიარდი დოლარი მისცაო. იმის მაგვირად, რომ ამას სკანდალი მოჰყოლოდა, მხოლოდ მხიარული ღრაინცელი და ქილიკი მოჰყვა. ”რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”.

სოციალურ ქსელ ”ფეისბუქის” ამომავალმა მზემ, დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ ამავე ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა: ”ამ ხუმრობა-მაიმუნობაში ქვეყნის პრეზიდენტი შეიძლება მარ-თლა გიორგი მარგველაშვილი გახდეს”.

მგონი, ამათ ის უფრო უნდა ადარდებდეთ ”ხუმრობა-მაიმუნობა-მატრაბაზობაში” რომ უახლოვდება სააკაშვილი საპრეზიდენტო ფინიშს.