ანეკდოტები
- გაიგე? ვიღაცას დაურეკავს პარლამენტში, ბომბიაო...
- ეჰ, ვინ მოგვცა ჩვენ მაგის იღბალი, ტყუილი აღმოჩნდა.
ჩემი ქალი მობილური ტელეფონივითაა, - ეუბნება ერთი მეგობარი მეორეს, - როცა ანგარიშზე ფული არა მაქვს, ის დროებით მიუწვდომელია.
კახეთში ჩავიდა სასიძო ქალის დასანიშნად. დახვდა სასიმამრო, გადაეხვია და ეუბნება:
- აჰა, მანქანის გასაღები, უხმარია, გოგო კიდევ - არა უშავს...
ძმაკაცი ეუბნება ძმაკაცს: - გუშინ დაბადების დღიდან პირდაპირ კაზინოში წავედი ჩემი 10.000-დოლარიანი მანქანით. -მერე? მერე, იქიდან 20.000-დოლარიანი ყვითელი ავტობუსით წამოვედი,-უპასუხა ძმაკაცმა.
გურულმა მიიყვანა ცოლი ექიმთან. ექიმმა გასინჯა და ეუბნება:
- რაღაც, არ მომწონს თქვენი ცოლი...
- მაი, ძამა, არც მე მომწონს, მარა ბაღნებს უყვართ ნამეტანი...