ბაღაფშმა ხმათა 57% მიიღო
ამომრჩეველთა გამოკითხვის თანახმად, სეპარატისტული აფხაზეთის ამჟამინდელმა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ხმათა 57% მიიღო. "ეხო მოსკვის" ცნობით, მეორე
ადგილზე, 18%-ით ბესლან ბუთბაა, ყოფილმა ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ კი ხმების დაახლოებით 15% მოიპოვა.
ხაჯიმბამ უკვე განაცხადა, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, თუ საარჩევნო კომისია პირველივე ტურში გამარჯვებულად სერგეი ბაღაფშს გამოაცხადებს. იგი დარწმუნებულია, რომ ხმების სამართლიანად დათვლის შემთხვევაში, ბაღაფში პირველ ტურში გასამარჯვებლად საჭირო 50%-ს ვერ დააგროვებს.