ნინა წკრიალაშვილი - ბაჩო რადგან გაამართლეს, ალბათ არ იყო დამნაშავე - კვირის პალიტრა

ნინა წკრიალაშვილი - ბაჩო რადგან გაამართლეს, ალბათ არ იყო დამნაშავე

ბაჩო ახალაიას გამამართლებელ განაჩენზე კომენტარი ნინა წკრიალაშვილმაც გააკეთა.

- ბაჩო რადგან გაამართლეს, ალბათ, არ იყო დამნაშავე. მჯერა, რომ სასამართლო ცდილობს იყოს მიუკერძოებელი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის... ბაჩოს პირადად ვიცნობ და რასაც ვხედავდი, კარგი მინისტრი იყო. დეტალები არ ვიცი.

- გჯერათ, რომ სულ გამოუშვებენ?

- აზრზე არ ვარ... თუმცა ალბათ არ გამოუშვებენ, თუნდაც იმიტომ, რომ ხალხი არ აალაპარაკონ. ხალხს ხომ ყველა ნაციონალი კაციჭამია ჰგონია.

- დემოკრატიულ ქვეყანაში შეიძლება ასე ხდებოდეს და უდანაშაულო ადამიანს ციხიდან იმის გამო არ უშვებდნენ - ხალხი რას იტყვისო?

- რა დემოკრატიაზე ვსაუბრობთ?! ვიდრე თვითეული ქართველის ტვინში არ იქნება დემოკრატია, მანამდე ქვეყანას არაფერი ეშველება. ქვეყანას ადამიანები ქმნიან და აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, საქართველო კიდევ კარგახანს განწირულია იმისთვის, რომ აქ დემოკრატია არც ჭაჭანებდეს. ჩვენ თუ არ მოვინდომეთ, არაფერი გამოვა. ჩვენ კიდევ ვჭამთ ერთმანეთს და მხოლოდ იმას ვფიქრობთ რა გავუჩალიჩოთ ერთმანეთს და ვის რა ვავნოთ.

- ბაჩო ახალაიას პირადად იცნობთ... გჯერათ რომ იგი უდანაშაულოა?

- არ ვიცი სასამართლოს მიუკერძოებლობის იმედი მაქვს და ყველა ერთად გავიგებთ, დამნაშავეა იგი თუ არა. ნაცნობობა ერთია, მაგრამ მე კი არ მიყვებოდა, იქ რას აკეთებდა... დაველოდოთ და ვნახოთ, რა იქნება!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)