რა ვიტამინებს შეიცავს სიმინდის ზეთი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია მას - კვირის პალიტრა

რა ვიტამინებს შეიცავს სიმინდის ზეთი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია მას

მედიცინა დიდი ხანია ებრძვის სიმსივნეს და მის გამომწვევ მიზეზებს. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, სიმინდის ზეთში სხვა სასარგებლო თვისებებთან ერთად, კიბოს საწინააღმდეგო უნიკალური თვისებები აღმოაჩინეს.

ის, რომ სიმინდის ზეთი ჯანმრთელობისთვის ყველაზე მარგებელი ზეთია დიდი ხანია ცნობილია, თუმცა დროთა განმავლობაში ამ მარცვლეულის ზეთს უფრო მეტი სასარგებლო თვისებები  აღმოაჩნდა.

სიმინდის ზეთი მარცვლების გაწურვით მიიღება.

ოქროს პროდუქტი არამხოლოდ საკვებს აგემრიელებს, არამედ ორგანიზმს აახალგაზრდავებს და კვებავს.

არაერთი გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ სიმინდის ზეთს მკურნალობა შეუძლია როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულადაც, ხელს უწყობს თმის, კანის და ფრჩხილების სილამაზის შენარჩუნებას.

რაფინირებულ სიმინდის ზეთს აქვს ნეიტრალური გემო. ამის გამო მას იყენებენ თევზის, ხორცის, ბოსტნეულის და ნებისმიერი სოუსების მოსამზადებლად, ასევე, მას იყენებენ საკვების შესაწვავად და ამატებენ საკონდიტრო ნაწარმის გამოსაცხობად. სიმინდის ზეთი არ ქაფდება, არ ალდება და არ ქმნის კანცეროგენულ ნივთიერებებს - რის გამოც, გამოიყენება დიეტურ და ბავშვთა საკვებში.

რა ვიტამინებს შეიცავს სიმინდის ზეთი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია მას....

სიმინდის ზეთი მდიდარია ვიტამინი A-თი, შეიცავს ვიტამინების ჯგუფს В, С, К, რამოდენიმე მინერალურ ნივთიერებას, ლეციტინს, ფიტორტეროლს. ამასთან ერთად, მასში ყველაზე დიდი რაოდენობით ვიტამინ Е-ს.

100 გრ სიმინდის ზეთი - ეს უფრო მეტია ვიდრე 10 დღის განმავლობაში ვიტამინი Е-ს მიღება. სწორედ ამიტომაა, რომ რამდენიმე სუფრის კოვზის მიღება საკმარისია გასაჯანსარებლად და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. (რა თქმა უნდა, სხვა საკვებ ნივთიერებებთან ერთად) ყველაზე სასარგებლოდ ითვლება ზეთი, რომელიც მიიღება სიმინდის თესლის დაპრესვით. ზეთში დიდი რაოდენობით ლეციტინის შემცველობა, მას შეუცვლელს ხდის თრომბოზის პროფილაქტიკისას, ასევე ათეროსკლეროზის მკურნალობისას, რომელიც დღესდღეობით ასეთი გავრცელებულია.

ზეთში ვიტამინი Е-ს შემცველობას შეუძლია ალფა-ტოკოფეროლის ჩართვა, რომელიც ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს წარმოადგენს და უზრუნველყოფს სილამაზის და ახალგაზრდობის შენარჩუნებას.

სიმინდის ზეთს ხელსაყრელი შეთავსება აქვს უჯერ ცხიმმჟავებთან. ეს ეხმარება მას ორგანიზმში ცხიმოვანი ბალანსის დაბალანსებაში. ელასტიურობას მატებს კაპილარებს და სისხლში მავნე ქოლესტერინის შემცველობას ამცირებს. ასევე ეს ზეთი გამოიყენება, თირკმლის ქვის მკურნალობისას  და დიაბეტის დროს. სიმინდის ზეთის რეგულარულ მიღებას ტონუსში მოჰყავს ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირება.

სიმინდის ზეთის შემადგენლობაში რეკორდული მაჩვენებელი აქვს ლინოლევის მჟავას, რომელიც სისხლის მოძრაობას არეგულირებს, და აძლიერებს იმუნიტეტს 56%-მდე.

სიმინდის ზეთის სიმსივნის წინააღმდეგ...

ზეთის შემადგენლობაში მეორე ადგილს იკავებს ოლეინის მჟავა, 49%-მდე.

ცხიმ-არომატული მჟავებს ასევე ეხება ფერულოვის მჟავაც, რომელსაც შეიცავს სიმინდის ზეთი. მას აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები, რის გამოც შეუძლია სიმსივნის წარმოქმნას შეუშალოს ხელი, დაიცვას ორგანიზმი სტრესის დამანგრეველი მოქმედებისგან, შეაჩეროს ლიპიდური პროცესები, შეანელოს ათეროსკლეროზის განვითარება, შეამციროს სიმსივნის ზომა, გააძლიეროს იმუნიტეტი, ხელს უწყობს სიმსივნური უჯრედების თვითგანადგურებას - ეს ყველაფერი ფიტოსტერინებს შეუძლიათ, რომელსაც შეიცავს სიმინდის ზეთი.

თუ გაწუხებთ ნაღვლის პრობლემები, სიმინდის ზეთი მედიკოსების რჩევით, თურმე მასაც შველის...

ნაღვლის ბუშტის ტონუსის აწევა შეიძლება, დღეში ორჯერ, საკვების მიღებამდე ერთი, ან ნახევარი საათით ადრე თითო სუფრის კოვზი სიმინდის ზეთის მიღებით, ასეთ შემთხვევაში საკვების მიღების შემდეგ ტონუსი ნაღვლის ბუშტზე იწევა და ის ივსება ნაღვლის სითხით.

ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის, ზეთის მიღება ხდება ჭამის დროს - დღეში სამჯერ 25 გრ. ოდენობით. შაკიკსა და პოლინოზს ასევე კურნავენ თითო სუფრის კოვზი სიმინდის ზეთის მიღებით.

ვისაც აწუხებს უძილობა, სამკურნალოდ რეკომენდირებულია სხეულზე ზეთის წასმა, და შემდეგ 5-7 წუთის განმავლობაში ფრთხილად ჩამობანა.

R