"ქალიშვილობის აღდგენა 800 ლარი ღირს" - კვირის პალიტრა

"ქალიშვილობის აღდგენა 800 ლარი ღირს"

ამონარიდი გაზეთ ”ყველა სიახლიდან”:

საქართველოში "ქალიშვილობის საკითხზე" რამდენიმე კვირის წინ აჟიოტაჟი ატყდა და დღემდე არ ცხრება. სხვათა შორის, ჩვენს თანამოქალაქეებში განსაკუთრებულ ინტერესს ის იწვევს, ხშირად აკითხავენ თუ არა სუსტი სქესის წარმომადგენლები კლინიკებს ქალიშვილობის აღსადგენად.

კლინიკა "მედის" მარკეტინგის მენეჯერი თათია მაჩიტაშვილი:

- ჩვენს გინეკოლოგს ქალიშვილობის აღდგენის ოპერაცია რამდენჯერმე გაუკეთებია. სხვათა შორის, ერთი და იმავე პაციენტისთვის რამდენჯერმეც. უფრო თბილისელი საზოგადოება გვაკითხავს. საერთოდ, ასეთი ინფორმაცია კონფიდენციალურია. ჯერ გინეკოლოგთან ვიზიტს ითხოვენ, შემდეგ იურისტთან აფორმებენ ხელშეკრულებას და ამ ინფორმაციის გაცემის უფლება არ გვაქვს. …ამ თემაზე აჟიოტაჟი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესახებ გაკეთებულ რეპორტაჟს მოჰყვა. საინტერესოა, ასეთი რა აპარატი აქვს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს, მისი მეშვეობით რომ ამას ადგენენ?! გამორიცხულია, ვინმეს დანადგარი დაადო და გაიგო, ქალიშვილია თუ არა, ან აღდგენილი აქვს თუ არა ქალიშვილობა.

- და მაინც, რა ღირს "ქალიშვილობის აღდგენა"?

- ჰიმენოპლასტიკა ჩვენთან 800 ლარი ღირს.

სტატია სრულად იხილეთ გაზეთ ”ყველა სიახლის” ოთხშაბათის ნომერში.