"მედვედევი ტყუის - რუსული ჯარი თბილისის შტურმს აპირებდა" - კვირის პალიტრა

"მედვედევი ტყუის - რუსული ჯარი თბილისის შტურმს აპირებდა"

რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი "ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა" დღემდე გრძელდება, მან უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა და გადაუჭრელი პრობლემა დატოვა. ზოგიერ-თი პოლიტიკოსი თავს იმშვიდებს, რომ ამ ომით "მსოფლიოს რუსეთის ნამდვილი სახე ვუჩვენეთ". რუსეთის დღევანდელი პრემიერ-მინისტრი და მაშინდელი პრეზიდენტი, მთავარსარდალი დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომის დროს ცეცხლის გახსნას თავის "ყველაზე რთულ გადაწყვეტილებას" უწოდებს.. ამ საკითხზე კომენტარი რუს სამხედრო ექსპერტს პაველ ფელგენგაუერს ვთხოვეთ.

-როგორ აფასებთ დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომ რუსეთის, მისი ჯარის მი-ზანი თბილისის აღება არ ყოფილა?

-ფაქტები, რეალური სიტუაცია არ ამტკიცებს მედვედევის ამ სიტყვებს.. ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრის საფარქვეშ რუსეთი აგრძელებდა სამხედრო შენაერთების რიცხვის ზრდას, აშკარად ჩანდა, რომ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას, დიახ, რუსული ჯარი თბილისის შტურმს და შემდეგ მთელი ქვეყნის ოკუპაციას აპირებდა, თუმცა, მერე, შეცვლილი სიტუაციის გამო, თბილისთან შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.

-და რამ იმოქმედა ამ გადაწყვეტილებაზე?

-რუსეთის სახელისუფლო ელიტაში ამ საკითხზე სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობდა. დასავლეთის პოზიციამაც შეაშფოთა რუსეთი, გავრცელებულმა ინფორმა-ციამ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გემები და თვითმფრინავები მოემართებოდა საქართველოსკენ, საუბარი იყო შეიარაღებაზეც, აშშ-სთან ომი კი კრემლში არავის უნდოდა. რაც შეეხება მედვედევს, რომელიც მაშინ პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი იყო, გადაწყვეტილებები ძალზე ვიწრო წრეში, მაგრამ კოლექტიურად მიიღებოდა; მედვედევი ერთ-ერთი და არა ერთადერთი იყო, ვისაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმოდა. ასე რომ, იძულებულნი გახდნენ, თბილისთან შეჩერებულიყვნენ.

სტატია სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.