ლევან ბერძენიშვილი: "მადლობა "რუსთავი2"-ს, რომ მომაკვდავი სააკაშვილის 2-საათიანი იდიოტიზმი "გააპიარა" - კვირის პალიტრა

ლევან ბერძენიშვილი: "მადლობა "რუსთავი2"-ს, რომ მომაკვდავი სააკაშვილის 2-საათიანი იდიოტიზმი "გააპიარა"

"სააკაშვილის 2-საათიანი გამოსვლის შესახებ საუბარი მაინცდამაინც არ მეხალისება. ამიტომ, მოკლედ ვიტყვი, რომ ეს იყო მომაკვდავის გაბრძოლება და მადლობა თქვას, რომ მაყურებელმა გაუძლო ამ სანახაობას," - განაცხადა  დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვრცელი ინტერვიუს შეფასებისას, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში გავიდა.

- როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის გუშინდელ ინტერვიუს ”რუსთავი 2”-ზე?

- მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადებები ახლა უკვე აღარაფერს ნიშნავს და რამდენად სიმართლეა ის, რომ ომის შესახებ მას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა წინასწარ უთხრა, კარგი იქნებოდა, თვითონ მინისტრისთვის გვეკითხა.

მისი ორსაათიანი გამოსვლის შესახებ საუბარი მაინცდამაინც არ მეხალისება. ამიტომ, მოკლედ ვიტყვი, რომ ეს იყო მომაკვდავის გაბრძოლება და მადლობა თქვას, რომ მაყურებელმა გაუძლო ამ სანახაობას. დიდი მადლობა "რუსთავი2"-ს, ამ მოწინავე ტელევიზიას, რომ ამ მომაკვდავის 2-საათიანი იდიოტიზმი "გააპიარა", მაგრამ სააკაშვილს მაინც ვერაფერი გააცოცხლებს.

- პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ იგი მზად იყო, უარი ეთქვა ნატო-ზე, თუ ამის სანაცვლოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტიებს მიიღებდა...

- სააკაშვილმა აღიარა, რომ მზად იყო ნატო-ზე უარი ეთქვა. ეს მჯერა. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, თუ სიმართლის გაგება გსურთ, წადით, ჰკითხეთ პუტინს, მედვედევს, კონდოლიზა რაისს... ჰკითხეთ სერიოზულ ხალხს. კაცისგან, რომელიც ამბობს, რომ მედვედევს დასდევდა და მუხლზე ხელი სტაცა, რაიმეს დაჯერება ცოტა არასერიოზულია". - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

თეო გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)