გია კორკოტაშვილი: "არ გვინდა, კაცო, ეს კოაბიტაცია და მაინც გვტენიან!.." - კვირის პალიტრა

გია კორკოტაშვილი: "არ გვინდა, კაცო, ეს კოაბიტაცია და მაინც გვტენიან!.."

ამონარიდი ჟურნალ "რეიტინგიდან":

- ვინც კოაბიტაციისკენ მიშვერს თითს, ვაჟა-ფშაველა წაიკითხოს იმ კაი დედმამიშვილმა და გაიგებს, საიდან მოგვდგამს ქართველებს სტუმარ-მასპინძლობის ადათი, მტერს რომ ვიღებდით სტუმრად... იცით, რაშია საქმე, მილიონობით დოლარის ჰუმანიტარული დახმარება რომ შემოდიოდა, მის გამომგზავნებს მიაჩნიათ, რომ რასაც გვეტყვიან, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ის თანხები სწორად რომ წარმართულიყო და ის საზიზღარი წლები ასე არ გაეტარებინათ, რაღა გვიჭირდა მაშინ. დასავლეთში ალბათ არ იციან, რომ "ნაციონალების" დროს პედაგოგი იმის მიხედვით ირჩეოდა, მიშას მომხრე იყო თუ არა... როგორც მეოთხე რაიხის დროს ამზადებდნენ პატარა ნაცისტებს, ისე უნდოდათ საქართველოშიც ახალგაზრდების აღზრდა. სხვა გზა არ არსებობს, ის ხიდი უნდა ჩავწვათ, რომელიც მათთან გვაერთიანებდა და უნდა დავივიწყოთ მათი არსებობა.

- და მაინც, ისინი ქართული საზოგადოების ნაწილი არიან...

- იყვნენ, ამას არავინ უშლის, ოღონდ პოლიტიკაში ნუ იქნებიან. დღეს ვიღაცები თავს იმართლებენ, მე რა ვიცოდი, ის თუ მანიაკი იყოო, რატომ არ იცოდი? თუ არ იცოდი, მით უარესი შენთვის, ან არ დაინტერესებულხარ ან იტყუები. საპატიო არც ერთი არაა.

- შესაძლოა, ბაჩო ახალაია თავისუფალი ვიხილოთ, რაზეც უმცირესობამ განაცხადა, რომ ეს არის დამოუკიდებელი სასამართლოს განაჩენი...

- ის "დამოუკიდებელი სასამართლო" ასამართლებდა ადამიანებს წლების განმავლობაში უსამართლოდ. "ნაციონალების" ყველაზე წარმატებული პროექტი იყო ქართულ ციხეებში პატიმრების რაოდენობა და კიდევ რამე აქვთ სალაპარაკო?.. ახალაიას პატიმრობის პირადი სურვილი არ მაქვს, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მიშა დაიჭირონ. თუმცა, რომ დაიჭირონ, ამისთვის კანონმა მტკიცებულებებით გამყარებული განაჩენი უნდა დადოს... ახლა პროკურატურა ისეთი სუსტია, შველა სჭირდება. ამათ იმედზე ყოფნა ძნელია. ვერაფერი გააკეთეს. ბატონო პროკურებო, თუ ეს კაცი მართალია, მაშ, ვინ უყრიდა ცოცხებს პატიმრებს, ვინ აფურთხებდა პირში, ვინ აუპატიურებდა და "აჩმორებდა" ერს? ბაჩო ახალაიას ხალხი არ აკეთებდა ამას მისი დავალებით?..

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "რეიტინგის" ორშაბათის ნომერში.