"ნინო ჩხეიძემ წაიღო თუ სააკაშვილმა, ეს რაში მაინტერესებს" – რამდენი დაუჯდა მარშრუტკის მძღოლ ვალიკოს მომღერალთან ავარია? - კვირის პალიტრა

"ნინო ჩხეიძემ წაიღო თუ სააკაშვილმა, ეს რაში მაინტერესებს" – რამდენი დაუჯდა მარშრუტკის მძღოლ ვალიკოს მომღერალთან ავარია?

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან":

გასულ კვირას მომღერალ ნინო ჩხეიძის "ჰიუნდაის" მარკის ავტომანქანას სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა, რომლის მძღოლიც საპატრულო პოლიციამ ავარიაში დამნაშავედ აღიარა.

"ყველა სიახლემ" სამარშრუტო მძღოლი იპოვა. მან საკუთარი გვარი არ გაგვიმხილა. თუმცა გვითხრა, რომ აფხაზეთის ომში იბრძოდა და დაჭრილიც ყოფილა.

ვალიკო, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი:

- საჭესთან მარიამ ლორთქიფანიძე იჯდა. ავარიის შემდეგ რომ გადმოვიდა მანქანიდან, წუწუნი დაიწყო: ვაი, ერთი წლის მანქანააო და ა.შ. დამთავრდა ეგ ამბავი, ხელოსნებთან ვიყავით და ფული გადავუხადე. არ მინდა მაგ თემაზე საუბარი, მერე ვინმე არ მომადგეს. მე რა მეშველება, ამით დამიბრუნდება ეს ფული?! რომ დამიბრუნდეს, ვიტყვი კიდევ რაღაცას. ნინო ჩხეიძემ წაიღო თუ სააკაშვილმა, ეს რაში მაინტერესებს. ორას ორმოცდაათი ლარი ჯარიმაც დამიწერეს და პრეტენზია რომ არ გვაქვს ერთმანეთთან - ესეც დამაწერინეს. ერთადერთი, რა შე-ღავათიც გამიკეთეს, ისაა, რომ "მარშრუტკა" საჯარიმოზე არ წაიყვანეს.

- თქვენ მიგაჩნიათ, რომ ავარია თქვენი ბრალი არ იყო?

- ვინც საჭეს მართავდა, ის გოგონა რომ გადმოვიდა ავტომანქანიდან, ძაღლი ეჭირა ხელში. გადმოვიდა ძაღლით, ხომ არ ვეტყოდი ძაღლი გი-ზის მანქანაში და ამიტომ მოგივიდა ავარია-მეთქი.

- ნინომ გვითხრა, რომ ისე ძლიერად დაარტყით, მისი მანქანა მეორე ზოლში გადააგდეთ..

- ისე დავარტყი, რომ გავისროლე?! ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, მე არ ვეძებ სიმართლეს. არ ვიცნობდი აქამდე და არც ვიცოდი, რომ ნინო ჩხეიძეს დავეჯახე. რადიოს იშვიათად ვრთავ, ისიც პოლიტიკურ ამბებს ვუსმენ, თორემ არც ნინო ჩხეიძის სიმღერებს ვუსმენ და არც არაფერს.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.